Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 39

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 39. ინფორმაციის მიწოდება, გამოქვეყნება და გამჟღავნება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია ვალდებულია შეადგინოს და საჯაროდ გამოაქვეყნოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საპენსიო სქემის წესები თითოეული საპენსიო სქემისთვის; ბ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტი და ინფორმაცია საპენსიო აქტივების მართვის შესახებ; გ) წლიური ანგარიში თითოეული ფინანსური წლისთვის; დ) ნახევარი წლის ანგარიში ფინანსური წლის 180 კალენდარული დღისთვის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მონაწილეებს მიაწოდონ საპენსიო სქემის წესები და წლიური/ნახევარი წლის ანგარიშები მათი მოთხოვნის საფუძველზე და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. ეს მასალები მონაწილეებს, ხოლო ბენეფიციარებს − შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეწოდოთ ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები თითოეული მონაწილისთვის აწარმოებენ პირად საპენსიო ანგარიშს და ვალდებული არიან კვარტალში ერთხელ მაინც თითოეული მონაწილისთვის ხელმისაწვდომი გახადონ აღნიშნულ ანგარიშზე არსებული აქტივების შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში ასახავს განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, საინვესტიციო მოგებასა და ზარალს. პირადი საპენსიო ანგარიშის სტატუსის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველდღიურად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაწილეებს, ხოლო ბენეფიციარებს − შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეწოდოთ ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით.

4.საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან შეადგინონ და თითოეულ მონაწილეს მიაწოდონ საპენსიო სარგებლის შესახებ ანგარიში, რომელიც უნდა იყოს ზუსტი, განახლებული და ყველა მონაწილისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით, ან მატერიალური ფორმით, სულ მცირე ყოველწლიურად. ნაბეჭდი ასლი მონაწილეებს უნდა გადაეცეთ მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ ინფორმაციასთან ერთად, ელექტრონული საშუალებებით. ამასთანავე, საპენსიო სარგებლის შესახებ ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) მონაწილის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, მკაფიო მითითებას ამ კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის შესახებ; ბ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელწოდებას, მის საკონტაქტო ინფორმაციას და საპენსიო სქემის ზუსტ მონაცემებს; გ) საპენსიო სარგებლის სამომავლო პროგნოზების შესახებ და მითითებას იმაზე, რომ ეს პროგნოზები შეიძლება განსხვავდებოდეს მიღებული სარგებლის საბოლოო მაჩვენებლისგან. პროგნოზები ეფუძნება ეკონომიკურ სცენარებს, კერძოდ, საუკეთესო შეფასების სცენარსა და არახელსაყრელ სცენარს, საპენსიო სქემისა და მისი საინვესტიციო სპეციფიკის გათვალისწინებით; დ) უპირობო უფლებების მინიჭების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აკუმულირებული საპენსიო შენატანების შესახებ; ე) საპენსიო სქემაში დამსაქმებლისა და მონაწილის მიერ სულ მცირე ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, საპენსიო სქემისა და მისი საინვესტიციო სპეციფიკის გათვალისწინებით; ვ) პირად საპენსიო ანგარიშებზე არსებულ საპენსიო აქტივებზე გამოქვითული ნებისმიერი ხარჯის შესახებ დეტალურ ინფორმაციას; ზ) წლიური ანგარიშგების, საინვესტიციო პოლიტიკის, ანუიტეტის და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში მისაღები საპენსიო სარგებლის შესახებ დამატებით ინფორმაციას, მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში.

5.სამსახური ნორმატიული აქტით ადგენს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების/ინფორმაციის შედგენისა და მიწოდების წესს.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები/ინფორმაცია შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და უნდა იყოს მკაფიო და გასაგები თითოეული მონაწილისთვის. თავი IX პენსიის გაცემა

წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ივლ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 6პირადი საპენსიო ანგარიში
  • 22საპენსიო სქემის რეგისტრაცია
  • 35ანაზღაურების პოლიტიკა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 31მონაწილის წინაშე წლიური ანგარიშგება
  • 18საპენსიო ფონდის ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება
  • 37⁷ინფორმაციის/დოკუმენტის გაცნობა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 65პროსპექტის, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციისა და პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება
  • 68წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების შედგენისა და გამოქვეყნების ვალდებულება
  • 67ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 161საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 21დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹¹გამჭვირვალობის წლიური ანგარიში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹¹21311837⁷6568676223516139
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს პარლამენტი…დეპოზიტების დაზღვევის …საავტორო და მომიჯნავე …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026