საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66¹⁵. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან ორგანიზაციას უხელმძღვანელონ მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, სათანადო წესით,  იმოქმედონ  ორგანიზაციის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე ადმინისტრაციული, ფინანსური პროცედურებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების გამოყენებით.

2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმები, რათა გამორიცხოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების არსებული ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს მისი იდენტიფიცირება, მართვა, კონტროლი და აღმოფხვრა ისეთი საშუალებით, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი უარყოფითი ზეგავლენა ამ ორგანიზაციის წევრების ინტერესებზე.

3.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან სულ მცირე წელიწადში ერთხელ საერთო კრებას წარუდგინონ ინდივიდუალური ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიმართ არსებული ნებისმიერი ინტერესის შესახებ; ბ) წინა საფინანსო წლის განმავლობაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან მიღებული ნებისმიერი ანაზღაურების თაობაზე, მათ შორის, საპენსიო დანამატის, აგრეთვე ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით მიღებული სარგებლის შესახებ; გ) წინა საფინანსო წლის განმავლობაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან მიღებული იმ ჰონორარის შესახებ, რომელიც მათ მიიღეს, როგორც უფლების  მფლობელებმა; დ) ნებისმიერი არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ინტერესებსა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ინტერესებს შორის, ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის.

4.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. ერთი და იგივე პირი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლება-მოვალეობების სხვაგვარად შეუსრულებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პირის შესახებ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 1 სექ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹⁶66¹²66⁴6616622720820325113313966¹⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ფასიანი ქაღალდების ბაზ…ნებაყოფლობითი კერძო პე…სურსათის/ცხოველის საკვ…მეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა