Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 66

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საავტორო უფლებების დავებიDAO მართვაკომერციული ხელშეკრულებებირეკლამამუსიკალური ინდუსტრია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლების მფლობელების სახელით და მათ მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ან ამ კანონის საფუძველზე: ა) მოსარგებლეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰონორარის ოდენობისა და ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ; ბ) მოსარგებლეებზე გასცემს ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების ლიცენზიებს მისი უფლებების მართვის მანდატის ფარგლებში; გ) აგროვებს ჰონორარებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული ლიცენზიების ან მის მიერ მართული უფლებების გამოყენების საფუძველზე; დ) შეგროვებულ ჰონორარებს დროულად ანაწილებს და უხდის უფლების მფლობელებს თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, აგრეთვე შესაბამისი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად; ე) სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმოადგენს იმ უფლების მფლობელების ინტერესებს, რომელთა უფლებებსაც იგი მართავს, აგრეთვე ახორციელებს ყველა იმ სამართლებრივ ქმედებას, რომლებიც აუცილებელია უფლების მფლობელების უფლებების დასაცავად და აღსასრულებლად; ვ) უფლების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად ახორციელებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ სხვა საქმიანობას; ზ) წარმოადგენს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრ უფლების მფლობელებს და აგროვებს მათთვის განკუთვნილ ჰონორარს (მათ შორის, მუსიკალური ნაწარმოების ტექსტით ან ტექსტის გარეშე რეპროდუცირების, საჯარო შესრულების ან/და საჯარო გადაცემის შემთხვევაში) ამ კანონით დადგენილი წესით.

2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოსარგებლეებს მოსთხოვოს, ხოლო მოსარგებლეები ვალდებული არიან მიაწოდონ პროგრამა, ინფორმაცია, დოკუმენტი ან წყარო, რომელიც ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა და აუცილებელია ჰონორარის გამოსათვლელად, შესაგროვებლად და გასანაწილებლად. ეს ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია დაიცვას მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

3.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსარგებლეს უფასოდ შესთავაზოს ჰონორარის გამოსათვლელად, შესაგროვებლად და გასანაწილებლად საჭირო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებულია გამოიყენოს ეს პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფასოდ შექმნას პროგრამული უზრუნველყოფის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სათანადო პირობები.

4.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს იმ უფლების მფლობელების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც იგი წარმოადგენს.

5.ყველა ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტები, რომლებიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა  ეთერში,  კაბელით ან  საზოგადოებისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებსა და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით.

6.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ნაწარმოებებისა და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების, აგრეთვე უფლების მფლობელების სამართლებრივი დაცვის, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის გარეშე გამოყენებასთან ან ჰონორარის გადაუხდელობასთან, უზრუნველსაყოფად საკმარისია ნაწარმოების მცირე ნაწილის იდენტიფიცირება და დაწვრილებითი ჩამონათვალის გამოყენება საჭირო არ არის.

7.თუ ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტი საჯაროდ სრულდება, ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის კანონიერი გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც ხორციელდება საჯარო შესრულება. ასეთი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ სოლიდარულად.

8.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (გარდა ამ კანონის III თავით განსაზღვრული შემთხვევებისა) უფლება აქვს, მისი რეპერტუარისთვის მიკუთვნებული არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის არაკომერციული მიზნით გამოყენების რეპროდუცირების, გავრცელების, საჯარო შესრულებისა და საჯარო გადაცემის, აგრეთვე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად გახდომის ჩვეულებრივი ლიცენზია გასცეს კულტურული მემკვიდრეობის მმართველ დაწესებულებებზე (ბიბლიოთეკები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, მუზეუმები, არქივები ან/და კინემატოგრაფიულ და აუდიომემკვიდრეობის დარგში არსებული საჯაროდ ხელმისაწვდომი დაწესებულებები, აგრეთვე საჯარო ინტერესის მატარებელი მსგავსი ტიპის დაწესებულებები), თუ: ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე სათანადოდ წარმოადგენს უფლების მფლობელებს შესაბამის ნაწარმოებთან ან/და ამ კანონით დაცულ სხვა ობიექტსა და ლიცენზიით გათვალისწინებულ სხვა ობიექტებთან მიმართებით; ბ) უფლების მფლობელების მიმართ იქნება თანაბარი მიდგომა, რომელიც ლიცენზიის  პირობებს უკავშირდება.

9.უფლების ყველა მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ამორიცხოს საკუთარი ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტი ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზირების მექანიზმიდან ან/და გამონაკლისისა და შეზღუდვის განაცხადიდან, რაც დაკავშირებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეპერტუარში არსებული არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტების მიერ არაკომერციული მიზნით გამოყენებასთან. აღნიშნული უფლება ვრცელდება ლიცენზირების მექანიზმიდან ან/და გამონაკლისისა და შეზღუდვის განაცხადიდან სრულად ამორიცხვაზე, აგრეთვე თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაზე, მათ შორის, ლიცენზიის ხელმოწერის ან მის შესაბამისად ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების დაწყების შემდეგ.

10.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უნდა ზრუნავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და მისი საქმიანობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.

11.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების  „საქპატენტისთვის“ წარდგენა. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

რედაქციების შედარება

1. იმ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უნდა განხორციელდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა იმ მფლობელების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც ეს ორგანიზაცია წარმოადგენს. ამ მიზნით ორგანიზაცია ვალდებულია: ა) შეგროვებული ჰონორარი გამოიყენოს მხოლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის გასანაწილებლად და გადასახდელად. ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები და მის მიერ ამ უფლებების მფლობელთა გადაწყვეტილებით შექმნილ სპეციალურ ფონდებში გადარიცხული თანხები; ბ) გაანაწილოს და გადაიხადოს ჰონორარი ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული თანხების გამოქვითვის შემდეგ, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად; გ) ჰონორარის გადახდის დროს წარუდგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ცნობებს მათი უფლებების გამოყენების შესახებ. 2. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს, რომლებსაც ჰონორარის შეგროვებასთან დაკავშირებული უფლებები არ გადაუციათ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის, უფლება აქვთ: ა) მოსთხოვონ ორგანიზაციას ჰონორარის გადახდა განხორციელებული განაწილების შესაბამისად; ბ) მოსთხოვონ ორგანიზაციას მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამორიცხვა იმ ლიცენზიებიდან, რომლებსაც ეს ორგანიზაცია გასცემს მოსარგებლეებზე 3 წლის ვადით მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მოსარგებლის მიერ გამოყენების დღიდან. საქართველოს 2005   წლის 3 ივნისისივნისი ს კანონი №1585№ 1585 - სსმ I, №31,№ 31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 თავი XI გარდამავალი დებულებანი

წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 66¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მუსიკალური კონტრაქტები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჰონორარის დავა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DAO-ს მმართველობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შემსრულებლის უფლებების დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 64

მიუთითებენ მასზე

მუხლი 66²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹⁶ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი
  • 66²ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების წესები
  • 63ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 19მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების ფორმები და მექანიზმები
  • 110მუნიციპალიტეტის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების ძირითადი პრინციპები

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 13დაცვითი ორგანიზაციის უფლებები

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 12კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების და მისი შესრულების კონტროლის უფლებები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 37აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის, როგორც აქტივების მმართველის, საქმიანობა

კულტურის შესახებ

  • 18სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია კულტურის სფეროში

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 100გაკოტრების მმართველის უფლებები და მოვალეობები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 25აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

მუზეუმების შესახებ

  • 14სახელმწიფო ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1466²6466¹⁶6313181911012251003766
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ადგილობრივი თვითმმართვ…კერძო დაცვითი საქმიანო…პროფესიული კავშირების …ნებაყოფლობითი კერძო პე…კულტურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025