Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებმუხლი 30

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

მუხლი 30. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები  გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება, შეთანხმება, გასხვისება და გაუქმება

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლიზემოქმედების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345

1.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამსახურთან. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან 1 თვის ვადაში შეითანხმონ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ ისინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.

2¹.სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს დაჩქარებული წესით 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს უნდა ერთოდეს ამ ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის მომსახურების საფასურის ოდენობაა 300 ლარი. სააგენტოს მიერ დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია საქმიანობის სუბიექტის განცხადების ან ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე.

4.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება ან უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, რის თაობაზედაც საქმიანობის სუბიექტმა წერილობით უნდა შეატყობინოს ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს.

5.ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის, სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად  ჩაითვლება. უნდა მოხდეს მათი ხელახლა შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამსახურთან. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან 1 თვის ვადაში შეითანხმონ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ ისინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა. 2 1 . სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს დაჩქარებული წესით 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს უნდა ერთოდეს ამ ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის მომსახურების საფასურის ოდენობაა 300 ლარი. სააგენტოს მიერ დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია საქმიანობის სუბიექტის განცხადების ან ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე. 4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება ან უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, რის თაობაზედაც საქმიანობის სუბიექტმა წერილობით უნდა შეატყობინოს ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს. 5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის, სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად  ჩაითვლება. უნდა მოხდეს მათი ხელახლა შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 დეკ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  2. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2016
  3. 14 დეკ. 2017
  4. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    30-ე მუხლში დროებით შეთანხმებული ნორმები ამოღებულია, შეთანხმებას ახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკების სამსახურებთან 1-თვიანი ვადით, და დაზუსტდა გაუქმების, გადაცემისა და ხელახალი შეთანხმების საფუძვლები.

  5. 17 მარ. 2011

    მე-2 პუნქტში შემთანხმებელი ორგანოებია გარემოს დაცვის სამინისტრო და, კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთისა და აჭარის სამსახურები; ტერიტორიული ორგანოები და თბილისის სამსახური ამოღებულია.

  6. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2007

    30-ე მუხლში ლიმიტის პროექტის შემუშავება, დამტკიცება და მსხვილი ობიექტების ლიმიტი ჩანაცვლდა ნორმების პროექტისა და ტექნიკური ანგარიშის შემუშავებით, შეთანხმებით, გაუქმებით, გასხვისებითა და ნებართვასთან კავშირით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 29²შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ემისიის ნებართვებისერვისის გვერდი
  • ჰაერის ემისიის ნებართვასერვისის გვერდი
  • ჰაერის ხარისხის შესაბამისობასერვისის გვერდი
  • ჰაერის ხარისხის შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №29

  • 6 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2022
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 29ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები
  • 24ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან
  • 29¹ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 77ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების დადგენილი ნორმების გადამეტება ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება
  • 76¹გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევა
  • 82¹ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 30გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები
  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 295ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 1კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 22საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
292429¹295227776¹82¹30342130
მნიშვნელობით ახლოსატმოსფერული ჰაერის დაც…საქართველოს ადმინისტრა…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სისხლის სა…სამრეწველო ემისიების შ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026