Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 381³

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 381³. მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადება

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აუნაზღაურებია დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი, 1 თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტში მსჯავრდებულის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე ელექტრონული ფორმით მიღებული ფულადი თანხისა, ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მსჯავრდებულის სახელზე რეგისტრირებული, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებისა ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებისა, ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მსჯავრდებულის საკუთრებად რეგისტრირებული ქონებისა, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის 1 თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის გადაცემა, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტში მსჯავრდებულის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე ელექტრონული ფორმით გადაცემული ფულადი თანხისა, ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებისა ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებისა, ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული, საკუთრებაში გადაცემული ქონებისა, აგრეთვე აღნიშნული მსჯავრდებულისთვის ისეთი უძრავი ქონების ან ავტოსატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით გადაცემა, რომლით სარგებლობის საფასური (საბაზრო ღირებულება) საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობას აღემატება, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №953 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. კარი მეცამეტე დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ თავი XLV დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 სექ. 2025· გამოქვეყნდა 5 სექ. 2025
წინა მუხლი 381²შემდეგი მუხლი 382

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №296

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-09-05
0
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3მუხლი 53საქართველოს სისხლი… 3საქართველოს სისხლი… 3საგზაო მოძრაობის შ… 53

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 165⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 381განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა
  • 208კრედიტის უკანონოდ მიღება
  • 339¹ზეგავლენით ვაჭრობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 121¹სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე პირის მიერ ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა
  • 158¹მომხმარებლის უფლებების შელახვა
  • 121სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ანეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 19ზიანის ანაზღაურება

ამნისტიის შესახებ

  • 6—

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 28³მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 8კანონის აღსრულება და სანქცია

საზღვაო კოდექსი

  • 369—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19353381208339¹28³121¹158¹12133165⁴536381³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის საერ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო