Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 411

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 411. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის დროს

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ჰუმანიტარული სამართალისაერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კერძოდ: ა) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო პირებზე თავდასხმა; ბ) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში ან დააზიანებს სამოქალაქო ობიექტებს; გ) მომეტებული საშიშროების შემცველ ნაგებობაზე ან დანადგარზე თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში ან დააზიანებს სამოქალაქო ობიექტებს; დ) დაუცველ ადგილზე ან დემილიტარიზებულ ზონაზე თავდასხმა; ე) პირზე თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ მან შეწყვიტა საომარ მოქმედებაში მონაწილეობა; ვ) ცეცხლის დროებით შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, სახელმწიფო დროშის, მოწინააღმდეგე მხარის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი კრისტალის ან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებული სხვა დაცვითი ნიშნის, ფორმის ან სიგნალის არასათანადოდ გამოყენება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია; ზ) ოკუპანტი ქვეყნის მიერ თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა ანდა ოკუპირებული ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობის ან სამოქალაქო პირების დეპორტაცია ან სხვაგვარი არამართლზომიერი გასახლება ამ ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ; თ) სამხედრო ტყვეების ან სამოქალაქო პირების რეპატრიაციის უსაფუძვლოდ შეფერხება; ი) აპარტეიდი ან რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული სხვა არაჰუმანური მოქმედება, რომელიც ამცირებს ადამიანის ღირსებას; კ) მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაზე, მათ შორის, ისტორიულ ძეგლზე, ხელოვნების ნიმუშზე ან საკულტო ადგილზე, როგორც ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილზე თავდასხმა, რამაც გამოიწვია მისი განადგურება ან ხელში ჩაგდება და რაც სამხედრო აუცილებლობით არ იყო განპირობებული,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

2.საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მიმართული იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ან არა აქვთ თავდაცვის საშუალებები, აგრეთვე დაჭრილთა, ავადმყოფთა, სამედიცინო და სასულიერო პერსონალის, სანიტარიული ნაწილების, სანიტარიული სატრანსპორტო საშუალებების, სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო პირების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საომარი მოქმედებების ზონაში მყოფი სამოქალაქო მოსახლეობის, დევნილების, აპატრიდების, საომარი მოქმედებების დროს დაცვით მოსარგებლე სხვა პირების წინააღმდეგ, კერძოდ: ა) განზრახ მკვლელობა; ბ) წამება ან სხვა არაჰუმანური მოპყრობა, სამედიცინო ექსპერიმენტის ჩათვლით; გ) განზრახ მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ტრამვის მიყენება, რაც საფრთხეს უქმნის პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას; დ) მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქის, სამხედრო ტყვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა პირის იძულება იმსახუროს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებში ან/და მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ომის დაწყებამდე მეომარი მხარის სამსახურში; ე) სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად წარმოების უფლების ჩამორთმევა სამხედრო ტყვისათვის, მო წ ინაა ღმდეგე მხარის მოქალაქისათვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა პირისათვის; ვ) დაცვით მოსარგებლე პირის დეპორტაცია ან სხვაგვარი არამართლზომიერი გასახლება ანდა დაპატიმრება; ზ) მძევლად აყვანა; თ) თვითნებური და ფართომასშტაბიანი ნგრევა ან ქონების მითვისება, რაც არ იყო გამოწვეული საომარი აუცილებლობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2980 – სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.191 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №971 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

წინა მუხლი 410შემდეგი მუხლი 412

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ომის დანაშაულები / ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა (მუხლი 411-413)სერვისის გვერდი
  • ჟენევის კონვენციების შესაბამისობა და დაცვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №296

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 412საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდა სახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით ან ფიზიკური დასახიჩრებით
  • 413საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სხვა დარღვევა
  • 259⁵შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის  საერთაშორისო წესების დარღვევა

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 38—

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 26ძირითადი პროცედურული სტანდარტები
  • 45განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები
  • 51ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

  • 2—

პენიტენციური კოდექსი

  • 64ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 19ზიანის ანაზღაურება

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 17უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19412413259⁵17138264551264411
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…კონვენცია ბავშვის უფლე…საერთაშორისო დაცვის შე…ტერორიზმთან ბრძოლის შე…წითელი ჯვრის, წითელი ნ…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026