საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 413. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სხვა დარღვევა

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: ა) მაროდიორობა, ესე იგი საომარი მოქმედების დროს მოკლულის ან დაჭრილის ნივთის დაუფლება, აგრეთვე მოქალაქეთა იმ ქონების დაუფლება, რომელიც დატოვებულია საომარი მოქმედების ზონაში ან/და დასახლებული პუნქტის ან სხვა ტერიტორიული ერთეულის გაძარცვა; ბ) მოქალაქეთა გამოყენება ჯარის ან ობიექტების სამხედრო ოპერაციებისაგან დასაცავად; გ) სამხედრო ოპერაციაში ან შეიარაღებულ კონფლიქტში ისეთი იარაღის, საბრძოლო მასალის, საშუალების ან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდებით სარგებლობა, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს, გაუმართლებელ ტანჯვას ან შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევას; ამასთან, თუ ასეთი იარაღი, საბრძოლო მასალა, საშუალება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები საყოველთაოდ აკრძალულია; დ) ომის სხვა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და არ ისჯება ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით , – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე. შენიშვნა: ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე შეიარაღებული ძალების ანდა მათი ქვედანაყოფების მეთაური ან/და სხვა ხელმძღვანელი პასუხს აგებს ამ თავის შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, როცა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მის ხელმძღვანელობას ან/და კონტროლს დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რაც გამოწვეული იყო მეთაურის ან/და სხვა შესაბამისი ხელმძღვანელის უმოქმედობით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2980 – სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.191 კარი მეთხუთმეტე გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XLVIII გარდამავალი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №117 · ძალაშია 1 იან. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 იან. 2012 – 1 თებ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
191412411392164820221144413
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…არასამხედრო ალტერნატიუ…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა