Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 44

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 44. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:შრომითი და დასაქმების დანაშაულებისქესობრივი დანაშაულებიეთიკა და ანტიკორუფციაგასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვაარაუზრუნველყოფილი მოთხოვნების ამოღება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო).

2.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

3.თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან განზრახ თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – შინაპატიმრობის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

4.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე შვილი, აგრეთვე საამისოდ შრომისუნარიანი მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გამორიცხავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიულ შესაძლო სასჯელს წარმოადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება №3/9/1818,1861 – ვებგვერდი, 29.07.2025წ 5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430 -ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6252 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6 504 – ვებგვერდი, 02 .0 7 .2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5402 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №841 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება №3/9/1818,1861 – ვებგვერდი, 29.07.2025წ .

რედაქციების შედარება

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო). 2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს. 3. თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან განზრახ თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – შინაპატიმრობის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. 4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე შვილი, აგრეთვე საამისოდ შრომისუნარიანი მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გამორიცხავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიულ შესაძლო სასჯელს წარმოადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება №3/9/1818,1861 – ვებგვერდი, 29.07.2025წ 5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430 -ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6252 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6 504 – ვებგვერდი, 02 .0 7 .2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5402 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №841 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება №3/9/1818,1861 – ვებგვერდი, 29.07.2025წ .

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 29 ივლ. 2025
  2. 3 ივლ. 2025
წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 45

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ანტიკორუფციული პოლიტიკა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროსტიტუცია / ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (მუხლი 172³)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იძულებითი შრომის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქვეყნის შემცირების მოტივი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №296

3
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-07-29
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 73

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 285მუხლი 73მუხლი 415

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 62სასჯელის ვადის გამოანგარიშება და სასჯელის ჩათვლა
  • 72სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
  • 126ძალადობა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 71საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
  • 96არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 30სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის პირობები
  • 33საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მსჯავრდებული პირის პასუხისმგებლობა
  • 28(ამოღებულია)

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 15საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 285¹უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვა
  • 285სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 79იძულებითი შრომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15734156272126303328285285¹79719644
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…დანაშაულის პრევენციის,…არასაპატიმრო სასჯელთა …საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026