Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹⁴

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹⁴. შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

რედაქცია №111 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:წინასწარი სარჩელის უზრუნველყოფაოჯახში ძალადობაწინასასამართლო და პროცედურული დაცვასაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით .

2.შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელი წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი. იგი უნდა შეიცავდეს: ა) სარჩელის შემტანი პირის სახელსა და გვარს; ბ) სარჩელის შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; გ) ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; დ) ცნობებს მოძალადის, მსხვერპლის და მათი ურთიერთობის შესახებ; ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს; ვ) შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის მოთხოვნას; ზ) მოსარჩელის ხელმოწერას.

4.სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

5.სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, თანდართულ მასალებთან ერთად უგზავნის შემაკავებელი ორდერის გამომცემ უფლებამოსილ ორგანოს, აგრეთვე დაინტერესებულ პირს, რომლის დასაცავადაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, და აძლევს მათ უფლებას, სარჩელთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და მტკიცებულებები წარადგინონ.

6.პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.

7.მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.

8.მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას.

9.ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს.

10.ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

11.საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში.

12.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

13.შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის წარდგენა და ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოქმედებას. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146 - სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7 საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2699 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №762 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6759 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

წინა მუხლი 21¹³⁵შემდეგი მუხლი 21¹⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცვის ორდერები10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოჯახში ძალადობის დაცვა10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შემაკავებელი ორდერის დარღვევა (მუხლი 11¹ / 381¹)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პატიმართა უფლებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №111

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი
  • 21¹⁵დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები
  • 21⁶⁶ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 10დამცავი და შემაკავებელი ორდერები
  • 11შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება
  • 12დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 174დაკავების წესი
  • 207აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი
  • 176დაკავებულის გათავისუფლების საფუძველი და წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 278საჩივრის ან პროტესტის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო

ამნისტიის შესახებ

  • 3—

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 44⁹სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³21¹⁵21⁶⁶44⁹101112278174207176321¹⁴
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ამნისტიის შესახებდანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026