საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 71. ანგარიშსწორების პირობები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრება შესყიდვის პირობებითა და შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით.

2.წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, გარდა ამ მუხლითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3.წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენისგან.

4.თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი წარადგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის საბანკო გარანტიას.

5.მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები მხოლოდ შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოიყენოს. იგი პასუხს აგებს თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის.

6.წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის მოთხოვნისა და წარდგენის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. თავი XI თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹1310³129¹11 (დ…3246 (და…5570761971
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო სადაზღვევო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა