დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

მუხლი 19. დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დეპოზიტორებს დაუყოვნებლივ, ელექტრონულად, თავისი ოფიციალური ვებგვერდისა და ოფიციალური ბეჭდვითი გამოცემის საშუალებით აცნობოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და მათთვის ანაზღაურების გაცემის წესი.

2.სააგენტო ანაზღაურებას გასცემს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. სააგენტო უფლებამოსილია შეარჩიოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი (აგენტი ბანკი) და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით გახსნას შესაბამისი ანგარიშები ამ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში. დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) შერჩევის წესი განისაზღვრება და ანაზღაურების გაცემის ორგანიზების საკითხები წესრიგდება შესაბამისი ინსტრუქციით.

3.შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის მდგომარეობით, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისი ინფორმაცია მისი გამოგზავნის დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

4.სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება და ანაზღაურება. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დეპოზიტორებს დაუყოვნებლივ, ელექტრონულად, თავისი ოფიციალური ვებგვერდისა და ოფიციალური ბეჭდვითი გამოცემის საშუალებით აცნობოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და მათთვის ანაზღაურების გაცემის წესი. 2. სააგენტო ანაზღაურებას გასცემს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. სააგენტო უფლებამოსილია შეარჩიოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი (აგენტი ბანკი) და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით გახსნას შესაბამისი ანგარიშები ამ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში. დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) შერჩევის წესი განისაზღვრება და ანაზღაურების გაცემის ორგანიზების საკითხები წესრიგდება შესაბამისი ინსტრუქციით. 3. შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის მდგომარეობით, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისი ინფორმაცია მისი გამოგზავნის დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. 4. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება და ანაზღაურება. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 4 მაი. 2021

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12336348¹ (…2633341820172193 (და…619
მითითებამნიშვნელობით ახლოსდეპოზიტების დაზღვევის …საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ტერიტორიაზ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკანონმდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა