საჯარო და კერძო თანამშრომლობა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: ა) გამჭვირვალობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) განჭვრეტადობა – მკაფიო და პროგნოზირებადი წესების არსებობა; გ) თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა და დისკრიმინაციის აკრძალვა – ყველა საჯარო და კერძო, საქართველოსა და სხვა ქვეყნის სუბიექტის მიმართ თანასწორი მოპყრობა; დ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, როგორც დასახული მიზნის მიღწევის ოპტიმალური ინსტრუმენტი; ე) რისკების ოპტიმალური განაწილება – მხარეთა შორის პასუხისმგებლობისა და რისკების გონივრული განაწილება, მხარეთა მიერ მათი კონტროლის შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის, საჯარო ინტერესისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის მახასიათებლების გათვალისწინებით; ვ) ფისკალური პასუხისმგებლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ფინანსური პასუხისმგებლობის აღება საჯარო ფინანსებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე; ზ) გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მისი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
მუხლი 5. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი
კონსულტაცია: უფასო

დავით მაისურაძე
იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300

იოსებ გაბარაევი
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი
კონსულტაცია: ₾100

