Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსიმუხლი 26³

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

მუხლი 26³. ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 4 ოქტ. 2023
თემები:საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ვიზუალურ შემოწმებას (დახედვას) მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის დროს, აგრეთვე საკარანტინო ზონაში: ა) მცენარესთან, მცენარეულ პროდუქტთან, სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას; ბ) ტვირთის იდენტურობისა და მთლიანობის შემოწმებას; გ) დამუშავების ეფექტიანობის შემოწმებას; დ) ფიზიკურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში − ნიმუშის აღებას.

2.ინსპექტირების დროს ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების სახეებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად.

3.მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად. მონიტორინგი მოიცავს: ა) მავნე ორგანიზმის განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას მისი გამოჩენის და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ; ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდისა და აგროქიმიკატის ნიმუშების აღებას; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და ტყის კვლევას მავნე ორგანიზმის გავრცელების არეალის განსაზღვრის, მისი მავნეობის დადგენის და მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

4.ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს: ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირების და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურებით მავნე ორგანიზმის არსებობის შესახებ მონაცემების შეგროვების და მავნე ორგანიზმის რეგისტრაციის ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება: ა.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და ტყეზე დაკვირვება; ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემების შეგროვება და გამოკითხვა; ა.გ) ნიმუშის აღება; ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება; ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შემოტანის, დაფასოების, გამოყენებისა და მარკირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.

5.დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება მცენარის დაცვის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.

6.ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება მავნე ორგანიზმების გამოვლენის, აგრეთვე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების სამომხმარებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

7.ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ვიზუალურ შემოწმებას (დახედვას) მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის დროს, აგრეთვე საკარანტინო ზონაში: ა) მცენარესთან, მცენარეულ პროდუქტთან, სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას; ბ) ტვირთის იდენტურობისა და მთლიანობის შემოწმებას; გ) დამუშავების ეფექტიანობის შემოწმებას; დ) ფიზიკურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში − ნიმუშის აღებას. 2. ინსპექტირების დროს ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების სახეებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად. 3. მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად. მონიტორინგი მოიცავს: ა) მავნე ორგანიზმის განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას მისი გამოჩენის და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ; ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდისა და აგროქიმიკატის ნიმუშების აღებას; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და ტყის კვლევას მავნე ორგანიზმის გავრცელების არეალის განსაზღვრის, მისი მავნეობის დადგენის და მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით. 4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს: ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირების და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურებით მავნე ორგანიზმის არსებობის შესახებ მონაცემების შეგროვების და მავნე ორგანიზმის რეგისტრაციის ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება: ა.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და ტყეზე დაკვირვება; ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემების შეგროვება და გამოკითხვა; ა.გ) ნიმუშის აღება; ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება; ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შემოტანის, დაფასოების, გამოყენებისა და მარკირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას. 5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება მცენარის დაცვის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება. 6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება მავნე ორგანიზმების გამოვლენის, აგრეთვე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების სამომხმარებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2015 – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

  2. 25 მაი. 2012 – 1 ივლ. 2015 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 2 მაი. 2014
  2. 1 სექ. 2018· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017

    26³ მუხლის მე-3 პუნქტში მონიტორინგის ფორმულირება გადაკეთდა და პროგნოზირება „მავნე ორგანიზმზე“ გავრცელდა; მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ზედამხედველობის მონაცემთა შეგროვება დაზუსტდა მავნე ორგანიზმის არსებობისა და რეგისტრაციის მიმართ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 26²შემდეგი მუხლი 27

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანიტარიული ინსპექტირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ოქტ. 2023 · №16

  • 2 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2017
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 26²ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
  • 26¹სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
  • 26სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 6 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმები
  • 3 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა
  • 4 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმის განხორციელების პრინციპები

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • 7სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 24საბოლოო საქონლის შემოწმება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 7ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71457726²26¹266 (და…3 (და…4 (და…244326³
მნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს გარემოს და…პესტიციდებისა და აგროქ…საქონლის ადგილწარმოშობ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ოქტ. 2023 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026