Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსიმუხლი 26²

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

მუხლი 26². ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 4 ოქტ. 2023
თემები:საზოგადოებრივი ჯანმრთელობასაკვები და სასმელიფიზიკური ინვენტარიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება: ა) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად და რომელიც მოიცავს: ა.ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, აგრეთვე ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის შესაფასებლად; ა.ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას; ა.გ) საჭიროების შემთხვევაში სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად ცხოველის იდენტიფიკაცია − ცხოველის რეგისტრაციის, მისი სადგომის/დროებითი სადგომის, ვეტერინარული სამსახურის საქმიანობისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წესების დაცვის შემოწმება.

2.მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და მონაცემების მოპოვება ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად. მონიტორინგი მოიცავს: ა) რისკის შესაფასებლად სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას; ბ) ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღებას; გ) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტის შემოწმებას; დ) ცხოველის საცხოვრებელი გარემოს დათვალიერებას და ინფორმაციის შეგროვებას.

3.ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველზე, ცხოველურ პროდუქტზე, ვეტერინარულ პრეპარატზე, ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება: ა) ცხოველის დაკვლის, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებზე; ბ) საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაზე; გ) გადამდები დაავადებებისა და მასობრივი არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე; დ) ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე; ე) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვაზე; ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე; ზ) ცხოველის საკვების განადგურებაზე; თ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.

4.დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება ვეტერინარიის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.

5.ვეტერინარულ კონტროლს ახორციელებს ვეტერინარი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

6.ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი.

7.ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.

8.აუდიტი არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც ხორციელდება კარგი ჰიგიენის პრაქტიკის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HAССP) სისტემის პრინციპების შესაბამისად დანერგილი ცხოველის დაკვლის შემდგომი ცხოველური პროდუქტის შემოწმების პროცედურების მიმართ და რომლის დროსაც უნდა დადგინდეს: ა) ბიზნესოპერატორის ქმედებებისა და მათი შედეგების მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ზომებთან შესაბამისობა; ბ) ბიზნესოპერატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ზომების ეფექტიანობა და დასახულ მიზნებთან შესაბამისობა. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება: ა) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად და რომელიც მოიცავს: ა.ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, აგრეთვე ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის შესაფასებლად; ა.ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას; ა.გ) საჭიროების შემთხვევაში სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად ცხოველის იდენტიფიკაცია − ცხოველის რეგისტრაციის, მისი სადგომის/დროებითი სადგომის, ვეტერინარული სამსახურის საქმიანობისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წესების დაცვის შემოწმება. 2. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და მონაცემების მოპოვება ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად. მონიტორინგი მოიცავს: ა) რისკის შესაფასებლად სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას; ბ) ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღებას; გ) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტის შემოწმებას; დ) ცხოველის საცხოვრებელი გარემოს დათვალიერებას და ინფორმაციის შეგროვებას. 3. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველზე, ცხოველურ პროდუქტზე, ვეტერინარულ პრეპარატზე, ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება: ა) ცხოველის დაკვლის, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებზე; ბ) საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაზე; გ) გადამდები დაავადებებისა და მასობრივი არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე; დ) ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე; ე) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვაზე; ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე; ზ) ცხოველის საკვების განადგურებაზე; თ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე. 4. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება ვეტერინარიის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება. 5. ვეტერინარულ კონტროლს ახორციელებს ვეტერინარი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი. 7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად. 8. აუდიტი არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც ხორციელდება კარგი ჰიგიენის პრაქტიკის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HAССP) სისტემის პრინციპების შესაბამისად დანერგილი ცხოველის დაკვლის შემდგომი ცხოველური პროდუქტის შემოწმების პროცედურების მიმართ და რომლის დროსაც უნდა დადგინდეს: ა) ბიზნესოპერატორის ქმედებებისა და მათი შედეგების მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ზომებთან შესაბამისობა; ბ) ბიზნესოპერატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ზომების ეფექტიანობა და დასახულ მიზნებთან შესაბამისობა. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2015 – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

  2. 25 მაი. 2012 – 1 ივლ. 2015 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021

    26² მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი აუდიტის შესახებ, რომელიც ეხება დაკვლის შემდგომი ცხოველური პროდუქტის შემოწმების პროცედურებს.

  2. 1 სექ. 2018· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017

    26² მუხლში გადაკეთდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის განმარტებები: ინსპექტირებას დაემატა ცხოველის იდენტიფიკაცია, მონიტორინგს ამოეღო „ე“ ქვეპუნქტი, შეიცვალა ზედამხედველობის „ე“ ქვეპუნქტი, ხოლო მე-5 პუნქტში „ვეტერინარი ექიმი“ „ვეტერინარით“ ჩანაცვლდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 26¹შემდეგი მუხლი 26³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოძრავი აქტივების ეტიკეტირება და ბარკოდ-ტრეკინგი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ძირითადი საშუალებების სრული ინვენტარიზაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მეცხოველეობის სამართალისერვისის გვერდი
  • სანიტარიული ინსპექტირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ოქტ. 2023 · №16

  • 2 ცვლილება · ბოლო 5 ნოე. 2021
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 26³ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
  • 26¹სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
  • 26სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 6 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმები
  • 3 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა
  • 4 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმის განხორციელების პრინციპები

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 9ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე სუბიექტები
  • 10ცხოველის ვეტერინარული მომსახურება

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 62სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე
  • 60ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგი

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 16

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1614626026³26¹266 (და…3 (და…4 (და…91026²
მნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს გარემოს და…შინაურ ბინადარ ცხოველთ…ცხოველთა სამყაროს შესა…ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ოქტ. 2023 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026