Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 10

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 10. კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირება და მის შესახებ შეტყობინება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიSSI და ციფრული იდენტობაინციდენტზე რეაგირებაკიბერუსაფრთხოების შესაბამისობათანამშრომლის ტრენინგიკიბერდანაშაული და ციფრული ექსპერტიზა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ახორციელებს კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებას, რაც მოიცავს ამ ინციდენტის შესწავლას, აღწერას და მასზე რეაგირებას. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების მიზნით იყენებს ქსელურ სენსორს. ქსელური სენსორის კონფიგურირების წესები პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქსელური სენსორის კონფიგურირების წესები ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომუნიკაციის შინაარსობრივი მონაცემის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას უნდა გამორიცხავდეს.

2.კომპიუტერული ინციდენტის პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტში იდენტიფიცირების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტში იდენტიფიცირების შესახებ − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტში იდენტიფიცირების შესახებ − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომპიუტერული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისა და დაცვის მიზნით აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს გადაუდებელ ღონისძიებებს.

3.კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი შეისწავლის, აღწერს კომპიუტერულ ინციდენტს და ახდენს მასზე რეაგირებას ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას. კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი კომპიუტერული ინციდენტის შესწავლის შემდეგ შეიმუშავებს და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს წარუდგენს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს. შესასრულებლად სავალდებულო მითითება არ შეიძლება ითვალისწინებდეს მეორე ან მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელურ სენსორზე ან მეორე ან მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე წვდომის ვალდებულებას. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია გონივრულ ვადაში მოახდინოს შესასრულებლად სავალდებულო მითითებაზე რეაგირება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტები წარუდგენენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს.

4.პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელში მიმდინარე კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებას ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი ან/და პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი.

5.კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების ან/და მასზე რეაგირების მიზნით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი უფლებამოსილია: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ჰქონდეს წვდომა პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელურ სენსორზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელით გადაცემული/მიღებული ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს ამგვარი წვდომა და აღნიშნული წვდომის სტაბილური ფუნქციონირება. ქსელური სენსორის კონფიგურირებასა და მართვას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ერთობლივად ახორციელებენ; ბ) მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანხმობით ჰქონდეს წვდომა ამ სუბიექტის ქსელურ სენსორზე. ქსელური სენსორის კონფიგურირებასა და მართვას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ერთობლივად ახორციელებენ; გ) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს მოსთხოვოს ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე წვდომა, თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია აღნიშნული წვდომა დაუყოვნებლივ, მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს. ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე წვდომა პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის მონაწილეობით ხორციელდება; დ) მოითხოვოს და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში ჰქონდეს წვდომა ამ სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე, თუ ასეთი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი მოთხოვნის გონივრულ ვადაში განხილვის შემდეგ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულ წვდომაზე თანხმობის ან უარის შესახებ. თანხმობის შემთხვევაში ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე წვდომა მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის მონაწილეობით ხორციელდება; ე) კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შემდეგ ამ ინციდენტის განმეორების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოსთხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მის ინფრასტრუქტურაში მსგავსი კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებისა და ნეიტრალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული მოთხოვნა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ტექნიკურ შესაძლებლობებს უნდა ითვალისწინებდეს.

6.კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების ან/და მასზე რეაგირების მიზნით ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი უფლებამოსილია მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანხმობით ჰქონდეს წვდომა ამ სუბიექტის ქსელურ სენსორზე. ქსელური სენსორის კონფიგურირებასა და მართვას ციფრული მმართველობის სააგენტო და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ერთობლივად ახორციელებენ.

7.კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისა და შესაბამის მოქმედებათა კოორდინაციის მიზნით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფები უზრუნველყოფენ კომპიუტერული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაზიარების ერთიანი პლატფორმის შექმნას.

8.კომპიუტერული ინციდენტების კლასიფიცირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

9.ამ მუხლით გათვალისწინებული კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საგადახდო, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის სისტემებზე, აგრეთვე მონეტარული და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოყენებულ კრიტიკულ სისტემებზე. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ. თავი III 1 . კიბერუსაფრთხოების ბიურო საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021

    მე-10 მუხლის 1-ლი–მე-4 პუნქტები კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: დაემატა ქსელური სენსორის გამოყენების ვალდებულება, შეტყობინების ადრესატები, სავალდებულო მითითებები და ჯგუფების წვდომის უფლებამოსილებები.

  2. 10 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020

    მე-2 პუნქტში ქსელური სენსორის კონფიგურაციასა და მართვაზე უფლებამოსილ ორგანოდ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ნაცვლად ციფრული მმართველობის სააგენტოა დასახელებული და კონფიგურაციის წესებიც მისი ნორმატიული აქტით დგინდება. წინადადება ახლებურადაა აგებული, ხოლო „კვლევისთვის“ და „კონფიგურაციასა“ ტერმინოლოგიური და ორთოგრაფიული შესწორებებია.

  3. 28 დეკ. 2013
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9¹შემდეგი მუხლი 10¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხლი 284)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხლი 284)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ციფრული იდენტობის (SSI) სამართლებრივი ჩარჩო2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინციდენტებზე რეაგირების გეგმის შექმნა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 3 ცვლილება · ბოლო 15 ივნ. 2021
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10⁸მუხლი 4მუხლი 8მუხლი 8¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 9კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი
  • 4ინფორმაციული უსაფრთხოების წესები
  • 10³კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 12სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირება
  • 19ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების პროცედურები
  • 5ეროვნული სისტემის სუბიექტების მოვალეობები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 30ინციდენტის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულება

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 11ინფორმაციული უსაფრთხოება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 5ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის სახეები

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 40ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 136დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1365410⁸88¹910³401117121953010
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…სამოქალაქო უსაფრთხოები…პერსონალურ მონაცემთა დ…ეროვნული უსაფრთხოების …ინფორმაციის ერთიანი სა…სახელმწიფო საიდუმლოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026