Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 8¹

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 8¹. ციფრული მმართველობის სააგენტოს და ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:საბანკო შესაბამისობაSSI და ციფრული იდენტობარეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებაციფრული ბანკინგირისკების მართვაგადახდის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ციფრული მმართველობის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ახორციელებს შემდეგ მაკოორდინირებელ საქმიანობებს: ა) კოორდინაციას უწევს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს და ამ სამოქმედო გეგმის პროექტს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დასამტკიცებლად; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში საჯარო პოლიტიკის, მეთოდოლოგიების, სტანდარტების, სახელმძღვანელო პრინციპების, წესებისა და პროცედურების შემუშავებისა და დანერგვის მიზნით ქმნის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებს და წარმართავს მათ საქმიანობას; გ) ფართომასშტაბიან კიბერინციდენტებზე რეაგირების პროცესში კოორდინაციას უწევს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საქმიანობას; დ) ზედამხედველობას უწევს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში სამართლებრივი, სტრატეგიული და მარეგულირებელი დოკუმენტების აღსრულების პროცესს და ამზადებს საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენ შესაბამის ანგარიშებს; ე) კოორდინაციას უწევს ეროვნულ დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების, აგრეთვე ამ სფეროების სპეციალისტების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ერთობლივი კიბერსავარჯიშოებისა და კიბერსწავლების ღონისძიებების ჩატარების პროცესს; ვ) ქმნის და ადმინისტრირებას უწევს კიბერინციდენტების თაობაზე ანგარიშგებისა და მათ შესახებ ინფორმაციის გაზიარების პლატფორმას და კიბერინციდენტების რეესტრს; ზ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს ანგარიშს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

2.ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი, ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების გარდა, ახორციელებს: ა) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების საგანმანათლებლო კამპანიას და სათანადო ინფორმაციით მის უზრუნველყოფას; ბ) შესაძლო საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ფართო წრის გაფრთხილებას და მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე წარმომადგენლობას; დ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

3.ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში ჰქონდეს წვდომა ამ სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე, თუ ასეთი წვდომა აუცილებელია მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის სისტემაში მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი მოთხოვნის გონივრულ ვადაში განხილვის შემდეგ ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულ წვდომაზე თანხმობის ან უარის შესახებ; ბ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ჰქონდეს წვდომა მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელურ სენსორზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ციფრული მმართველობის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ახორციელებს შემდეგ მაკოორდინირებელ საქმიანობებს: ა) კოორდინაციას უწევს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს და ამ სამოქმედო გეგმის პროექტს წარუდგენს ეროვნულისაქართველოს უსაფრთხოებისიუსტიციის საბჭოსსამინისტროს საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დასამტკიცებლად; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში საჯარო პოლიტიკის, მეთოდოლოგიების, სტანდარტების, სახელმძღვანელო პრინციპების, წესებისა და პროცედურების შემუშავებისა და დანერგვის მიზნით ქმნის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებს და წარმართავს მათ საქმიანობას; გ) ფართომასშტაბიან კიბერინციდენტებზე რეაგირების პროცესში კოორდინაციას უწევს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საქმიანობას; დ) ზედამხედველობას უწევს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში სამართლებრივი, სტრატეგიული და მარეგულირებელი დოკუმენტების აღსრულების პროცესს და ამზადებს საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენ შესაბამის ანგარიშებს; ე) კოორდინაციას უწევს ეროვნულ დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების, აგრეთვე ამ სფეროების სპეციალისტების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ერთობლივი კიბერსავარჯიშოებისა და კიბერსწავლების ღონისძიებების ჩატარების პროცესს; ვ) ქმნის და ადმინისტრირებას უწევს კიბერინციდენტების თაობაზე ანგარიშგებისა და მათ შესახებ ინფორმაციის გაზიარების პლატფორმას და კიბერინციდენტების რეესტრს; ზ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს ანგარიშს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. 2. ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი, ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების გარდა, ახორციელებს: ა) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების საგანმანათლებლო კამპანიას და სათანადო ინფორმაციით მის უზრუნველყოფას; ბ) შესაძლო საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ფართო წრის გაფრთხილებას და მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე წარმომადგენლობას; დ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. 3. ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში ჰქონდეს წვდომა ამ სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე, თუ ასეთი წვდომა აუცილებელია მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის სისტემაში მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი მოთხოვნის გონივრულ ვადაში განხილვის შემდეგ ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულ წვდომაზე თანხმობის ან უარის შესახებ; ბ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ჰქონდეს წვდომა მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელურ სენსორზე.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 8²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IT მომსახურების ხელშეკრულებები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კატასტროფის აღდგენის გეგმის (DRP) შედგენა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერ რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №8

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-30
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 8ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფები
  • 10³კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი
  • 10კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირება და მის შესახებ შეტყობინება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 6სააგენტოს უფლებამოსილებები
  • 5სააგენტოს საქმიანობის მიზნები

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 9ამ კანონის დებულებების შესრულების მექანიზმები
  • 3ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი
  • 8პერსონალური მონაცემების დაცვა

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 11ინფორმაციული უსაფრთხოება

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 11კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია და მისი საქმიანობის ზედამხედველობა

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 10კოორდინატორი

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
93810810³11116516108¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…საჯარო სამართლის იურიდ…ინფორმაციის ერთიანი სა…ეროვნული უსაფრთხოების …ელექტრონული დოკუმენტის…ეროვნული სივრცითი მონა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025