ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 9¹. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შემოწმების მიზნით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ სუბიექტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს აღნიშნული შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ვინაობა და შემოწმების ფარგლები. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება შესაძლებელია მოიცავდეს: ა) აღნიშნული სუბიექტის შიდა ქსელს, გარე ქსელზე წვდომის წერტილს, ქსელის კონფიგურირებას, ქსელის ფუნქციონირებისა და მისი უსაფრთხოებისთვის გამოყენებულ აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს; ბ) ქსელში ჩართულ აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება მონაცემების მიღებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და გადაცემისთვის; გ) აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ქსელში ჩართვის ფორმალიზებულ ან არაფორმალიზებულ წესებსა და პროცედურებს.

2.საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების წესი და პროცედურები დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა, ასევე შეამოწმოს შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე და გადაიღოს ამ დოკუმენტების ასლები, მოსთხოვოს პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების დროს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ხელი არ მიუწვდება ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული არ არის. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება ტარდება პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერთან, კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტთან ან/და სხვა უფლებამოსილ წარმომადგენლებთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირი დამტკიცებული ფორმის მიხედვით ადგენს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების შესახებ დასკვნას. ამ დასკვნაში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შემოწმებაზე დამსწრე პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის წარმომადგენლის/წარმომადგენლების ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი; შემოწმებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა და შემოწმებისთვის გამოყენებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (წერილობითი ახსნა-განმარტებების მიღების შემთხვევაში აღნიშნულ დასკვნას უნდა დაერთოს შესაბამისი მასალა); დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია რეკომენდაციები ან/და შესასრულებლად სავალდებულო მითითებები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესასრულებლად სავალდებულო მითითებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადა; შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერა, პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელმოწერა/ხელმოწერები, ხოლო მის/მათ მიერ ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – შემოწმებაზე დამსწრე სულ ცოტა 2 პირის ხელმოწერები.

5.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების შედეგად გამოვლენილი დამრღვევი პირის ქმედებაში გამოიკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ამ შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საგამოძიებო ორგანოს.

6.პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებების შესრულება და ამ კანონის მე-4 მუხლის თანახმად მიღებული დოკუმენტების მათთან შესაბამისობა; ბ) ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს წინასწარ შეუთანხმოს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებების შესრულებაზე.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება საგადახდო, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის სისტემებზე, აგრეთვე მონეტარული და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოყენებულ კრიტიკულ სისტემებზე. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 30 დეკ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021

    ახალი 9¹ მუხლი ადგენს პირველი კატეგორიის სუბიექტის ინფრასტრუქტურის შემოწმების საფუძველს, ფარგლებს, შემმოწმებლის უფლებებს, დასკვნის შინაარსს და მასალების საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60¹57442145468²1754519¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…საჯარო სამართლის იურიდ…სატელეკომუნიკაციო ინფრ…პროდუქტის უსაფრთხოების…ელექტრონული კომუნიკაცი…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა