Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 9

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 9. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:რისკების მართვაკიბერუსაფრთხოების შესაბამისობაინციდენტზე რეაგირებაკიბერდანაშაული და ციფრული ექსპერტიზაკრიპტო კიბერუსაფრთხოებაკიბერუსაფრთხოების დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია განსაზღვროს კონკრეტული პირი (პირები) ან თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც (რომლებიც) პასუხისმგებელია (პასუხისმგებელი არიან) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოების პრაქტიკული უზრუნველყოფისათვის (კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი).

2.კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობებია: ა) კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება; ბ) კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირება, მასზე რეაგირება და კომპიუტერული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება: პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის; გ) კომპიუტერული ინციდენტებისა და უსაფრთხოების ზომების ანალიზი და ანგარიშგება; დ) დახმარების ჯგუფთან კოორდინაცია; ე) სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.

3.კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ანგარიშვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელის ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე.

4.კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, სამუშაო საათების შემდეგ. იგი ვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევის და მისი შედეგების აღმოფხვრის პროცესში უზრუნველყოს მუდმივი კოორდინაცია: პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან.

5.თუ მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია კიბერშეტევის თავიდან აცილების, მოგერიების ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის დროებითი კოორდინაცია. საომარი მდგომარეობის დროს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და კიბეროპერაციები ხორციელდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.

6.პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებად შესაძლებელია განისაზღვრონ პირები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3506 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 ოქტ. 2023
  2. 30 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021

    მე-9 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში ინციდენტის შეტყობინება და კოორდინაცია კატეგორიის მიხედვით სხვადასხვა დახმარების ჯგუფზეა მიბმული, განსაკუთრებული საფრთხისას კოორდინაცია გადადის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე; დაემატა საომარი მდგომარეობის წესი და მე-6 პუნქტი.

  3. 10 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020

    მე-5 პუნქტში კოორდინაციის განხორციელების უფლებამოსილების ფრაზა წინადადების ბოლოდან გადავიდა კიბერშეტევის თავიდან აცილების, მოგერიების ან/და შედეგების აღმოფხვრის მიზნის მითითების შემდეგ.

  4. 28 დეკ. 2013
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8²შემდეგი მუხლი 9¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კატასტროფის აღდგენის გეგმის (DRP) შედგენა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერ რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოპერაციული რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 4 ცვლილება · ბოლო 12 ოქტ. 2023
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 7ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
  • 10კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირება და მის შესახებ შეტყობინება
  • 10³კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 11ინფორმაციული უსაფრთხოება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 5ეროვნული სისტემის სუბიექტების მოვალეობები
  • 12სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირება
  • 4სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 30ინციდენტის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულება
  • 33პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • 27მონაცემთა უსაფრთხოება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 5იმ სუბიექტების უფლებამოსილებანი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5471010³112251243033279
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…ეროვნული უსაფრთხოების …სამოქალაქო უსაფრთხოები…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სახელმწიფო…ტერორიზმთან ბრძოლის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026