Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანავთობისა და გაზის შესახებმუხლი 25¹⁰

ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 25¹⁰. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:ტრანსპორტიპროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებასაავიაციო ლიცენზირებაენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს: ა) დააპროექტოს, ააშენოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას და სატრანსპორტო საშუალებას; ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და კომისიის სამართლებრივი აქტები; გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს კომისიას სამართლებრივი აქტების შესაბამისად; დ) სააგენტოსათვის სავალდებულო შეტყობინების შემთხვევაში შეცვალოს ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგია და საშუალებები, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სახეობა და შემადგენლობა; ე) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტები; ვ) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს გზები, ხიდები, ნავსადგურები, საჰაერო სივრცე, თვითმფრინავები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები, ტელეკომუნიკაციები და სხვა სახელმწიფო საკუთრება; ზ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნას და გამოიყენოს საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში – ეროვნულ ვალუტაში; თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის და მოდიფიცირებისათვის მიიღოს კომისიის ნებართვა;

2.საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება და ტრანსპორტირების საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის პირობებისა და მასში განსაზღვრული ვადების შესაბამისად; ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და სააგენტოს სამართლებრივი აქტები; გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად; დ) დადგენილი ფორმის შესაბამისად სააგენტოს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე დაბეგვრასთან, გარემოს დაცვასთან და საგანგებო სიტუაციებთან, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხთან, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის სტატუსთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები; ე) პასუხი აგოს ხელმძღვანელობის, პერსონალის, აგენტების და ქვეკონტრაქტორების ქმედებაზე; ვ) საქმიანობის ფართობი გამოიყენოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის; ზ) არ დაუშვას უცხო პირთა თავისუფალი გადაადგილება საქმიანობის ფართობზე, ასევე მათ მიერ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ქარხნის, მოწყობილობების, კომუნიკაციებისა და სხვა საშუალებების გამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობითა და საქმიანობის ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის მიიღოს სააგენტოს ნებართვა; ი) გადაიხადოს ყველა გადასახადი და ჯარიმა, შეასრულოს სხვა საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოს საზოგადოების უსაფრთხოება და გარემოს დაცვა; ლ) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის შეიმუშაოს გეგმა, წვრთნა ჩაუტაროს პერსონალს და დაამონტაჟოს საჭირო აპარატურა, რათა ავარიის შემთხვევაში მიიღოს დროული და ეფექტიანი ზომები; მ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას არ მიაყენოს ზიანი საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს; ნ) ფინანსურად აგოს პასუხი ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვ.), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით; ო) უპირატესობა მიანიჭოს საქართველოში დამზადებულ დანადგარებს, მასალებსა და პროდუქციას, თუ მათი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური მაჩვენებლები, ფასები, საწარმოო პარამეტრები და მიწოდების პირობები კონკურენტუნარიანია; პ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებას, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია; ჟ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას თანაბარ პირობებში უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს, სამუშაოებზე არ დაუშვას სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირები; რ) საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ქარხნისა და სატრანსპორტო საშუალების ეფექტიანი, უსაფრთხო და ოპერატიული დახურვა; ს) აღადგინოს დაზიანებული საქმიანობის ფართობი; ტ) ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს წარუდგინოს ფინანსური გარანტია საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტასთან, ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვასთან დაკავშირებით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 8 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 17 იან. 2003 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 იან. 2007

    25¹⁰ მუხლში ინფორმაციის მიწოდებისა და ფინანსური გარანტიის ადრესატი ახლა სააგენტოა; „დ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა, „თ“ ქვეპუნქტში კი „და“ შეიცვალა „ან“-ით.

  2. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    1-ლი პუნქტის „ბ“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: უფლებების ნაცვლად დაწესდა ტარიფისა და კომისიის აქტების დაცვის, საგანგებო სიტუაციისას მოქმედებისა და ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და კომისიის ნებართვა ნედლეულის შეცვლაზე. მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტში ფინანსური გარანტია კომისიას წარედგინება და ამოღებულია შეჩერების შემთხვევა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25¹შემდეგი მუხლი 25¹¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავიაკომპანიის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • მილსადენის სამართალისერვისის გვერდი
  • მილსადენის სერვიტუტებისერვისის გვერდი
  • ღია კოდის შემუშავებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №33

  • 2 ცვლილება · ბოლო 3 იან. 2007
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁸საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა
  • 24ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
  • 25⁶საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 14ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები
  • 13ლიცენზიების გაცემა
  • 45ქონებრივი განცალკევება

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 69¹ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების, ამ საქმიანობის ინსპექტირების, იძულებითი ზომების გამოყენების, აგრეთვე რადიოაქტიური მასალის ექსპორტის/იმპორტის/ტრანზ

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

  • 4

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 7ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები
  • 1კანონის რეგულირების სფერო

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7125⁸2425⁶1641814134569¹25¹⁰
მნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…ენერგეტიკისა და წყალმო…საგზაო მოძრაობის შესახ…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ტერიტორიაზ…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026