მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 31. სამგზავრო გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და გემზე დასაქმებული სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო წვრთნა და კომპეტენცია

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ეს მუხლი ვრცელდება სამგზავრო გემის კაპიტანზე, ოფიცერსა და რიგითზე, აგრეთვე გემზე დასაქმებულ სხვა პირზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობასა და სანაპირო ნაოსნობაში.

2.პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ აქვს უფლება, იმსახუროს სამგზავრო გემზე.

3.სამგზავრო გემის კაპიტანს, ოფიცერს, რიგითს, გემზე დასაქმებულ სხვა პირს გავლილი უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სათანადო წვრთნა და იგი უნდა გაეცნოს სამგზავრო გემზე საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებულ საკითხებს თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად.

4.სამგზავრო გემის კაპიტანმა, ოფიცერმა, რიგითმა, გემზე დასაქმებულმა სხვა პირმა, რომელსაც მოეთხოვება სათანადო წვრთნის გავლა ამ მუხლის მე-7−მე-9 პუნქტების შესაბამისად, 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს აღნიშნული წვრთნა ან უნდა წარადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებული კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.

5.სამგზავრო გემზე დასაქმებული პირი თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა გაეცნოს სამგზავრო გემზე საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებულ საკითხებს STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

6.სამგზავრო გემზე მგზავრებისთვის მომსახურების გამწევ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს წვრთნა უსაფრთხოების დაცვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

7.STCW-ის კონვენციის II, III და VII თავების შესაბამისად, სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელია მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული წვრთნა სამგზავრო გემზე ხალხის მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

8.სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, მეორე მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული წვრთნა ადამიანთა ქცევისა და კრიზისების მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

9.RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, მეორე მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა ჩასხმა-გადმოსხმისთვის, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან გემის კორპუსის გახსნა-დახურვისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული წვრთნა მგზავრთა და ტვირთის უსაფრთხოებასა და გემის კორპუსის სიმტკიცეში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

10.სააგენტო გასცემს ამ მუხლით გათვალისწინებული წვრთნების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 17 ნოე. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47486141²241¹11102421 (დ…7831
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა