საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 35. საჰაერო ხომალდის მეთაური

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჰაერო ხომალდის მეთაური არის პილოტი, რომელიც ფრენის შესრულების დროს პასუხს აგებს საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის.

2.საჰაერო ხომალდის მეთაურს უნდა ჰქონდეს პილოტის სერტიფიკატი, აგრეთვე – კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის დამოუკიდებელი მართვისა და ეკიპაჟის ხელმძღვანელობისათვის საჭირო მომზადება და გამოცდილება საავიაციო წესების შესაბამისად.

3.ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მეთაურის განკარგულება შესასრულებლად სავალდებულოა ხომალდზე მყოფი ყველა პირისათვის.

4.საჰაერო ხომალდის იძულებითი დაფრენის შემთხვევაში, მისი მეთაური, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მოსვლამდე, ხელმძღვანელობს ხომალდზე მყოფ პირთა მოქმედებას.

5.ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფ შემმოწმებელს, რომელსაც აქვს პილოტი–ინსტრუქტორის კვალიფიკაცია და იკავებს პილოტის ადგილს, ენიჭება ეკიპაჟის მეთაურის უფლებამოსილება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჰაერო ხომალდის მეთაური არის პილოტი, რომელიც ფრენის შესრულების დროს პასუხს აგებს საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის. 2. საჰაერო ხომალდის მეთაურს უნდა ჰქონდეს პილოტის სერტიფიკატი, აგრეთვე – კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის დამოუკიდებელი მართვისა და ეკიპაჟის ხელმძღვანელობისათვის საჭირო მომზადება და გამოცდილება საავიაციო წესების შესაბამისად. 3. ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მეთაურის განკარგულება შესასრულებლად სავალდებულოა ხომალდზე მყოფი ყველა პირისათვის. 4. საჰაერო ხომალდის იძულებითი დაფრენის შემთხვევაში, მისი მეთაური, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მოსვლამდე, ხელმძღვანელობს ხომალდზე მყოფ პირთა მოქმედებას. 5. ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფ შემმოწმებელს, რომელსაც აქვს პილოტი–ინსტრუქტორის კვალიფიკაცია და იკავებს პილოტის ადგილს, ენიჭება ეკიპაჟის მეთაურის უფლებამოსილება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ნოე. 1996-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8686¹48573336462186 (და…1335
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…თავდაცვის კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო-სამაშველო სამს…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა