1.სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი − ნავსადგურის კაპიტანი არის ადგილზე მოქმედების კოორდინატორი, თუ დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაცია და საძიებო-სამაშველო ოპერაცია ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 საზღვაო მილის რადიუსში (პასუხისმგებლობის ზონა) ხორციელდება.
2.უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ადგილზე მოქმედების კოორდინატორი ვალდებულია:
ა) დაამოწმოს უბედურების შესახებ ინფორმაციის მიღება;
ბ) დაუკავშირდეს განსაცდელში მყოფ გემს;
გ) განსაცდელში მყოფი გემისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და გადასცეს იგი სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;
დ) იქონიოს უწყვეტი რადიოკავშირი;
ე) საზღვაო ნავსადგურების, სანაოსნო კომპანიების, აგრეთვე საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და სხვა ორგანიზაციების სამაშველო ძალების მონაწილეობით განახორციელოს და ორგანიზება გაუწიოს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას და საძიებო-სამაშველო ოპერაციებს;
ვ) კოორდინაცია გაუწიოს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა გემების მოქმედებას;
ზ) თავის მოქმედებათა შესახებ აცნობოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;
თ) შეასრულოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის რეკომენდაციები.
3.საძიებო-სამაშველო რაიონის დანარჩენ ნაწილში ადგილზე მოქმედების კოორდინატორს ნიშნავს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მორიგე კოორდინატორი, ხოლო სამაშველო ოპერაციების დასრულებისთანავე მას ათავისუფლებს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №71 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ. 93
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №853 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 278
საქართველოს 2010 წლის ოქტომბრის კანონი №3752 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.392
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4218 - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი − ნავსადგურის კაპიტანი არის ადგილზე მოქმედების კოორდინატორი, თუ დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაცია და საძიებო-სამაშველო ოპერაცია ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 საზღვაო მილის რადიუსში (პასუხისმგებლობის ზონა) ხორციელდება.2. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ადგილზე მოქმედების კოორდინატორი ვალდებულია:ა) დაამოწმოს უბედურების შესახებ ინფორმაციის მიღება;ბ) დაუკავშირდეს განსაცდელში მყოფ გემს;გ) განსაცდელში მყოფი გემისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და გადასცეს იგი სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;დ) იქონიოს უწყვეტი რადიოკავშირი;ე) საზღვაო ნავსადგურების, სანაოსნო კომპანიების, აგრეთვე საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და სხვა ორგანიზაციების სამაშველო ძალების მონაწილეობით განახორციელოს და ორგანიზება გაუწიოს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას და საძიებო-სამაშველო ოპერაციებს;ვ) კოორდინაცია გაუწიოს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა გემების მოქმედებას;ზ) თავის მოქმედებათა შესახებ აცნობოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;თ) შეასრულოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის რეკომენდაციები.3. საძიებო-სამაშველო რაიონის დანარჩენ ნაწილში ადგილზე მოქმედების კოორდინატორს ნიშნავს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მორიგე კოორდინატორი, ხოლო სამაშველო ოპერაციების დასრულებისთანავე მას ათავისუფლებს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი.საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №71 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ. 93საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №853 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 278საქართველოს 2010 წლის ოქტომბრის კანონი №3752 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.392საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4218 - ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №9 · ძალაშია 16 მაი. 2014-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.