Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 86¹

საზღვაო კოდექსი

მუხლი 86¹

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:პორტის ოპერაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი.

2.ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს განათლება გემთწამყვანის სპეციალობით და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის წოდება.

3.ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება; ბ) გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საზღვაო ნავსადგურში შესვლის/საზღვაო ნავსადგურიდან გასვლის გაფორმება თავის მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად; გ) საქართველოს ნავსადგურში შემოსული გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) შესაბამისი ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე თანხმობის მიცემა; ე) ნავსადგურის აკვატორიაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად საძიებო - სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია; ვ) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების კონტროლი.

4.სააგენტოს თავისი ფუნქციების შესრულებისას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ა) დააკავოს გემი ან/და ტვირთი; ბ) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემის დოკუმენტები, მეზღვაურთა სერტიფიკატები, აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები; გ) სანავსადგურე ერთეულს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით, „ ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

5.თუ უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისას ვერ წარმოადგენს ამ კოდექსითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბუთებს, გემთმფლობელის ხარჯზე, ტექნიკური ზედამხედველობის წესით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს მისი ტვირთტევადობა, მგზავრთტევადობა, წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის განსაზღვრა და რადიოსადგური საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემების შემოწმებისთვის დადგენილი წესების შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. თავი VI. სალოცმანო სამსახური საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 24 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24 მაი. 2022

    86¹ მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია ნავსადგურის კაპიტნისთვის გემის კაპიტნად მუშაობის 12 თვის სტაჟის მოთხოვნა, ხოლო მითითებების ადრესატად („გ“ ქვეპუნქტი) სანავსადგურე ერთეული განისაზღვრა.

  2. 19 ივნ. 2012
  3. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 10 მარ. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 86შემდეგი მუხლი 87

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პორტის ადმინისტრაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №42

  • 3 ცვლილება · ბოლო 24 მაი. 2022
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 80
  • 70
  • 86

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 10ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში ადგილზე მოქმედების კოორდინატორი
  • 6სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 63ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 19 (დანართი 1)
  • 20 (დანართი 1)
  • 18 (დანართი 1)

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 27ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი
  • 4კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 7სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10678070866319 (დ…20 (დ…18 (დ…27486¹
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო-სამაშველო სამს…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…სახელმწიფო საზღვრის რე…მეზღვაურთა შრომის შესა…ტრანსპორტის სფეროს მარ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026