Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებმუხლი 28

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 28. პასუხისმგებლობა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენებისთვის

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023
თემები:IP სტრატეგიაინტელექტუალური საკუთრების დანაშაულებიბირჟის Go-to-Market სტრატეგია საქართველოში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენების შემთხვევაში გაერთიანება, კომპეტენტური უწყება, მაკონტროლებელი ორგანო, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა; ბ) ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან/ბაზრიდან ამოღება, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში ჩასართავად/ბაზარზე განსათავსებლად შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ან იმ საქონლის ამოღება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადის; გ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც შეიცავს ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი გამოსახულების ან მასალის წაშლა, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას შეიცავს; დ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება; ე) ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება. გასანადგურებელი საქონელი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შემცველი გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდისა და შეფუთვის მოცილების შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნით, მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით და იმ პირობით, რომ ეს საქონელი ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რისკს არ შეუქმნის.

3.გაერთიანება ან სხვა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან დაკავშირებული კანონდარღვევის შესახებ; ბ) მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.

4.ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა (მუხლი 189/196)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება (მუხლი 196)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტრეიდმარკის გაყალბება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის ლოკალიზაცია და UX ადაპტაცია ქართული ბაზრისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-10

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 16ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები
  • 18ადგილწარმოშობის დასახელებასა ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის ურთიერთობა
  • 26გაერთიანების უფლებამოსილებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1103წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების უფლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 158სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის უკანონო გამოყენება

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 12გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაცვა და პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
  • 9გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 196სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 31გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის გამოყენება კოლექტიურ ნიშნად
  • 45სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 16ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა

დიზაინის შესახებ

  • 30პასუხისმგებლობა დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31451961291615811033016182628
მნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…გეოგრაფიული ობიექტების…საქართველოს სისხლის სა…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ოქტ. 2023