გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მუხლი 7. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება და გამოყენება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიავთანდილ კუჭავა

1.საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2.გეოგრაფიული ობიექტების ნორმალიზებული სახელწოდებები ქართულ, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე ქვეყნდება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონებსა და ცნობარებში.

3.ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოქვეყნებულ კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში გამოიყენება გეოგრაფიული ობიექტების მხოლოდ ნორმალიზებული სახელწოდებები.

4.გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები, რომლებიც იხმარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქართულენოვან კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში აღინიშნება ქართულ და, საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენებზე, ხოლო ამ ობიექტების სახელწოდებათა უცხოურენოვანი დაწერილობა უნდა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მაკროტოპონიმებზე, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისაგან. ასეთ შემთხვევაში სახელწოდებების უცხოურ ენაზე დაწერისას გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები.

6.საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების ნორმალიზებული სახელწოდებები საგზაო და სხვა სახის მაჩვენებლებზე იწერება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენაზე ამ წარწერების აღნიშვნა ხდება ტრანსლიტერაციის წესით.

7.გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 აგვ. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
610820²42112461316157
მნიშვნელობით ახლოსგეოგრაფიული ობიექტების…სახელმწიფო ენის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…საქონლის ადგილწარმოშობ…ნორმატიული აქტების შეს…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა