1.2021 წლის პირველ ივნისამდე ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში საბარათე ინსტრუმენტის შეზღუდვის შესაძლებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.
2.2020 წლის პირველ ოქტომბრამდე ემიტენტი ვალდებულია შეიმუშაოს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პროცედურა.
3.2020 წლის პირველ დეკემბრამდე ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
4.ემიტენტი ვალდებულია, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დანერგვის შემთხვევაში, 2020 წლის პირველი ნოემბრიდან უზრუნველყოს ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ანგარიშებზე არსებული თანხების გამოყენების თანმიმდევრობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
5.2020 წლის პირველი ნოემბრიდან ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებთან შესაბამისობა.
6.2020 წლის პირველ ნოემბრამდე ექვაირერი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ დებულების ამოქმედებამდე დანერგილი, ამავე დებულების მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ინფორმაცია.
7.2021 წლის პირველი აპრილიდან ექვაირერი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავაჭრო/მომსახურების ობიექტებისათვის.
8.2021 წლის პირველ ივნისამდე ექვაირერი ვალდებულია უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან (მათ შორის, ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით) ელექტრონული ფორმით უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისობა ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ექვაირერს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული აქვს სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ, უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ არ ვრცელდება ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფეროს ხელშეკრულებაში განსაზღვრის ვალდებულება.
8¹.2021 წლის პირველ სექტემბრამდე ექვაირერი ვალდებულია უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან (მათ შორის, ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით) მატერიალური ფორმით უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისობა ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ექვაირერს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული აქვს სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ, უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ არ ვრცელდება ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფეროს ხელშეკრულებაში განსაზღვრის ვალდებულება. ექვაირერი ვალდებულია მის ხელთ არსებული საშუალებებით სავაჭრო/მომსახურების ობიექტს წინასწარ, 2021 წლის 1 ივნისამდე, მიაწოდოს ინფორმაცია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
9.2021 წლის პირველი აპრილიდან ექვაირერი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
10.ემიტენტი და ექვაირერი ვალდებულნი არიან ამ დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები შეასრულონ 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 თებერვლის ბრძანება №26/04 - ვებგვერდი, 26.02.2021 წ.

