Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 11

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 11. პერიოდული ანგარიშები და ანგარიშგების წარმოების მოთხოვნები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ფასიანი ქაღალდების რეგულაციაკორპორატიული მდივანი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში.

2.საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ნახევარი წლის ანგარიში.

3.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისთვის. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი.

4.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში მზადდება და მისი აუდიტირება ხორციელდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით . საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

5.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც ემიტენტი გახდა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარადგენს და აქვეყნებს ის ემიტენტიც, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს და უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს ფინანსური წლის დამთავრებიდან 4 თვისა.

6.საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვისთვის (30 ივნისის მდგომარეობით). იგი უნდა შეიცავდეს: ა) ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) შუალედურ მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი.

7.საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიშის მომზადების, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

8.საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე წარედგინება და ქვეყნდება. ემიტენტი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარუდგინოს და გამოაქვეყნოს თავისი ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს მისი ნახევარი წლის ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დამთავრებიდან 2 თვისა.

9.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

10.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ ან ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი და გამოსაქვეყნებელი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაციის წარდგენილ და გამოქვეყნებულ ანგარიშში/დოკუმენტში ასახვის/ჩართვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ანგარიშის/დოკუმენტის შესწორება.

11.ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება ანგარიშში/დოკუმენტში აისახოს/ჩართულ იქნეს უკვე გამოქვეყნებული ან საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების სახით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ანგარიშში/დოკუმენტში ასახული/ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, დოკუმენტის გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემი. ძნელად ხელმისაწვდომი ინფორმაცია  უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.

12.ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ეს პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისთვის.

13.ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით .

რედაქციების შედარება

1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში. 2. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ნახევარი წლის ანგარიში. 3. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისთვის. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი. 4. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში მზადდება და მისი აუდიტირება ხორციელდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით . საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 5. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც ემიტენტი გახდა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარადგენს და აქვეყნებს ის ემიტენტიც, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს და უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს ფინანსური წლის დამთავრებიდან 4 თვისა. 6. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვისთვის (30 ივნისის მდგომარეობით). იგი უნდა შეიცავდეს: ა) ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) შუალედურ მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი. 7. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიშის მომზადების, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 8. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმდინარე წლის 3015 აგვისტომდე წარედგინება და ქვეყნდება.წარედგინება. ემიტენტი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარუდგინოს და გამოაქვეყნოს თავისი ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს მისი ნახევარი წლის ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დამთავრებიდან 2 თვისა. 9. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. 10. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ ან ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი და გამოსაქვეყნებელი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაციის წარდგენილ და გამოქვეყნებულ ანგარიშში/დოკუმენტში ასახვის/ჩართვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ანგარიშის/დოკუმენტის შესწორება. 11. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება ანგარიშში/დოკუმენტში აისახოს/ჩართულ იქნეს უკვე გამოქვეყნებული ან საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების სახით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ანგარიშში/დოკუმენტში ასახული/ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, დოკუმენტის გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემი. ძნელად ხელმისაწვდომი ინფორმაცია  უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი. 12. ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ეს პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისთვის. 13. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით .

წინა მუხლი 10¹შემდეგი მუხლი 11¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წლიური ანგარიშგების შესაბამისობა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროსპექტის მომზადებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 4მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 8ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიში
  • 14¹საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიმართ დამატებითი მოთხოვნები
  • 4მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 68წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების შედგენისა და გამოქვეყნების ვალდებულება
  • 65პროსპექტის, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციისა და პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 55სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
  • 109ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 8სათანადო პროცედურები, აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 49ანგარიშის წარდგენა და გამოქვეყნება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 13საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 148წლიური ანგარიში. ანგარიშების განცალკევება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 27აუდიტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4949814¹8275510914868651311
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საბიუჯეტო …მიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს ზოგადი ადმ…მიკრობანკების საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026