Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებმუხლი 11

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 11. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის მოპოვება ; პროგრამის კრედიტორთათვის ინფორმაციის მიწოდება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022
თემები:ფასიანი ქაღალდების რეგულაციასაჯარო შეთავაზებამიზნობრივი შეფასება (იპოთეკა, საგადასახადო, სასამართლო)მწვანე ფინანსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ემიტენტი ვალდებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებამდე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოიპოვოს თანხმობა . აღნიშნული თანხმობის მიღების მიზნით ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის შესახებ . საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ თანხმობის გაცემის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით .

2.ემიტენტი ვალდებულია პროგრამის კრედიტორებს მიაწოდოს ინფორმაცია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ . ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის კრედიტორთა მიერ აღნიშნული პროგრამის პროფილისა და რისკების სათანადოდ შეფასებისთვის აუცილებელ ყველა დეტალს . აღნიშნული ინფორმაცია პროგრამის კრედიტორებს უნდა მიეწოდოს არანაკლებ კვარტალში ერთხელ . იგი უნდა შეიცავდეს აღნიშნული პროგრამის შესახებ სულ მცირე შემდეგ მონაცემებს : ა ) უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისა და იპოთეკური ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებებს ; ბ ) იპოთეკური ობლიგაციებისთვის მინიჭებულ საიდენტიფიკაციო ნომერს ( ნომრებს ) ( ასეთი ნომრის ( ნომრების ) არსებობის შემთხვევაში ); გ ) უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი კატეგორიების მიხედვით განაწილებას ; დ ) საბაზრო რისკების ( მათ შორის , საპროცენტო რისკისა და სავალუტო რისკის ), საკრედიტო და ლიკვიდურობის რისკების შესახებ ინფორმაციას ; ე ) უზრუნველყოფის აქტივებისა და იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობის აღწერილობას ( სტრუქტურას ); ვ ) პროგრამის ვალდებულებათა როგორც ფაქტობრივი უზრუნველყოფის მაჩვენებლების , ისე ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფის მაჩვენებლებისა და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის შესახებ ინფორმაციას ; ზ ) რეგისტრირებული დერივატივის ( ასეთი დერივატივის არსებობის შემთხვევაში ) კონტრაჰენტისა და არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციას ; თ ) იმ იპოთეკური სესხების ხვედრით წილს , რომლებთან დაკავშირებითაც დადგა დეფოლტი .

3.თუ ემიტენტი რეფინანსირების ბანკია , პროგრამის კრედიტორებს მიეწოდებათ აგრეთვე ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია რეფინანსირების ინსტრუმენტის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივების შესახებ .

4.ემიტენტის მიერ ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის პროგრამის კრედიტორთათვის მიწოდების ან / და გამოქვეყნების დამატებითი წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით . თავი V პროგრამის კრედიტორთა უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ; უზრუნველყოფის აქტივების რეესტრი და ზედამხედველობა

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის მიზნით ქონების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მწვანე ობლიგაციების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • ობლიგაციების ემისიასერვისის გვერდი
  • პროსპექტის მომზადებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 დეკ. 2022

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 21იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისება
  • 10იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვება
  • 9რეფინანსირების ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 4მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი
  • 45⁵ინსაიდერული  ინფორმაციის  საჯაროდ  გამჟღავნებასთან  დაკავშირებული მოთხოვნები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 11ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისა და შეტყობინების ვალდებულება
  • 13საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება
  • 20მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან/და მასთან შეთანხმების დადება
  • 34¹ინციდენტების შეტყობინება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8¹შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 625გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
445⁵6258¹162034¹72721109111311
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…მიკრობანკების საქმიანო…საგადახდო სისტემისა და…კომერციული ბანკების სა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 დეკ. 2022 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026