ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 33. საბროკერო კომპანიათა და ბროკერთა მოვალეობები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბროკერო კომპანიამ , თავისი აქტივების კლიენტების ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისაგან გამიჯვნის მიზნით , უნდა იქონიოს განცალკევებული ანგარიშები .

2.ყველა ხელშეკრულება საბროკერო კომპანიასა და მის კლიენტებს შორის ფორმდება წერილობით .

3.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად კლიენტების დავალების შესრულებას: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ მანიპულირება კლიენტის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, არ უნდა გადაწყვიტონ კლიენტის დავალების ისეთი ფასითა და ხარჯებით შესრულება, რომლებიც კლიენტისათვის ნაკლებად ხელსაყრელია.

4.ბროკერს ეკრძალება საბროკერო კომპანიის სახელით კლიენტებისათვის შეგნებულად შეცდომაში შემყვანი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიცემა . საბროკერო კომპანია იძლევა ინფორმაციას ინვესტიციების ვარგისობის , საბროკერო კომპანიის ან ბროკერის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ .

5.საბროკერო კომპანია ვალდებულია შესაბამისი მოვლენის მოხდენიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არაუგვიანეს 7 დღისა წერილობით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს: ა) ფილიალის გახსნის ან დახურვის თაობაზე; ბ) საბროკერო კომპანიის სახელში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6.საბროკერო კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბანკისაგან წინასწარ უნდა მიიღოს თანხმობა რეორგანიზაციაზე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2025 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2023 – 19 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

  4. 1 ნოე. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  5. 1 ივლ. 2019 – 1 ნოე. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23¹242316¹15174863204816281333
მნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს სამოქალაქო…საგადახდო სისტემისა და…მიკრობანკების საქმიანო…დაზღვევის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა