Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 13

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 13. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ციფრული ბანკინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიკრობანკი თავის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.

2.მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვალდებულია ყოველი წლის აპრილში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განახლებული ინფორმაცია შეცვლილი გარემოებების შესახებ ან დაადასტუროს, რომ გარემოებები არ შეცვლილა.

3.მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4.მიკრობანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიკრობანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მისი წილის 10 პროცენტზე მეტს (წილის ოდენობის მითითებით), ეს ინფორმაცია (აგრეთვე ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე) მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და საჯაროდ გამოაქვეყნოს თავის წლიურ ანგარიშში. საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ეკისრება იმ ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომლის ვინაობის დადგენაც მიკრობანკს არ შეუძლია, ვინაიდან მის სასარგებლოდ ნომინალურ მფლობელობას განვითარებულ ქვეყნებში განთავსებული და აღნიშნულ ქვეყნებში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საკლირინგო ორგანიზაციები ან საერთაშორისო დეპოზიტარები ახორციელებენ.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მობილური ბანკინგის შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 14მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები
  • 11ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისა და შეტყობინების ვალდებულება
  • 32ანგარიშგება და ინსპექტირება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8³ეროვნული ბანკისათვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია
  • 8⁴მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები
  • 8¹შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 21დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 23¹ზოგადი მოთხოვნები
  • 11პერიოდული ანგარიშები და ანგარიშგების წარმოების მოთხოვნები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 8სათანადო პროცედურები, აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 44მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია
  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23¹1188³8⁴8¹44162114113213
მნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…დეპოზიტების დაზღვევის …ფასიანი ქაღალდების ბაზ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026