Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 28

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 28. აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო სასამართლო დავებიციფრული ბანკინგიპრივატ ბანკინგისხვა არამატერიალური აქტივების შეფასებაბირჟის Go-to-Market სტრატეგია საქართველოშიკორპორაციული და ინდივიდუალური განათლება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მიკრობანკს არ აქვს უფლება, თავის კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის გაცემის ან მიკრობანკის მიერ რაიმე მომსახურების გაწევის პირობაა მიკრობანკის ან მონათესავე საწარმოს არასაბანკო მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება, თუ კლიენტს არ მიეცა არასაბანკო მომსახურების სხვა მომწოდებლისგან მიღების შესაძლებლობა.

2.მაკონტროლებელ პირს, ადმინისტრატორს ეკრძალება ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის შედეგადაც იგი მიკრობანკისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ან/და რომელიც არასაბანკო სექტორში კონკურენციას შეზღუდავს.

3.მაკონტროლებელი პირი, ადმინისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და არ დაუშვას საკუთარი ინტერესების მიკრობანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. მაკონტროლებელ პირს, ადმინისტრატორს, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია არასაჯარო ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გარკვეული ინვესტიციის ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ეკრძალება ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად გამოყენება.

4.ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად მიკრობანკი ვალდებულია დანერგოს არასაჯარო ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკა, პროცედურები და ტექნიკური სისტემები და განახორციელოს მათი მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფს მიკრობანკთან, მაკონტროლებელ პირებსა და ადმინისტრატორებთან დაკავშირებული მხარეებისთვის ინფორმაციის არასათანადო გაცემის შეზღუდვას.

5.ამ მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).

6.ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის აქციონერებს, მაკონტროლებელ პირებსა და ადმინისტრატორებს სამართლებრივი აქტებით განუსაზღვროს აკრძალულ გარიგებებსა და მათთან მუშაობის მეთოდებთან დაკავშირებული წესები და შესაბამისი საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბანკო დარღვევების პრეტენზიები9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • Cookie-ფაილების გამოყენების წესები და თანხმობა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არაკონკურენტული შეთანხმებების (non-compete) შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კერძო საბანკო შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №5

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 30გარიგებები დაინტერესებულ პირებთან
  • 25მიკრობანკის საქმიანობის ზოგადი პრინციპები
  • 4სალიცენზიო მოთხოვნები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 22აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები
  • 25გარიგებები დაინტერესებულ პირებთან
  • 17საბანკო საიდუმლოება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები
  • 4მიკროსაფინანსო საქმიანობა
  • 9მიკროსესხის გაცემის პირობები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 23¹ზოგადი მოთხოვნები
  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48³საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23¹329¹4922251748³3025428
მნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026