დაზღვევის შესახებ

მუხლი 16¹. სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობებ ი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალი/საგარანტიო ფონდი და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა.

2.სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ფლობდეს სამსახურის მიერ დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალურ ოდენობას. ეს ფულადი სახსრები დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად, არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით, განთავსებული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (საბანკო დაწესებულებებში) ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე (ანგარიშებზე).

3.სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ფლობდეს სამსახურის მიერ დადგენილი წესით (მათ შორის, ლიმიტები, დაზღვევის პირობები) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას.

4.სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას განცალკევებულად აწარმოოს საკუთარი ანგარიში და მომხმარებლის ანგარიში საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე. დაუშვებელია მომხმარებლის ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება, გარდა მისი მზღვეველისთვის სადაზღვევო პრემიის სახით გადაცემისა და დაზღვეულისთვის სადაზღვევო ანაზღაურების სახით გადაცემისა. ამ ანგარიშზე აკუმულირებული სახსრები სამეურვეო ქონებაში არ შედის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, აღნიშნული ანგარიშის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალება და ღონისძიება.

5.სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო კალენდარული წლის 15 აპრილამდე სამსახურს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული წინა წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4939 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 14 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მაი. 1997 – 1 იან. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 9 სექ. 2019

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3323¹13121580261141723142116¹
მნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებფულის გათეთრებისა და ტ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…მეზღვაურთა შრომის შესა…დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა