სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 34. აღსრულების შეწყვეტა

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიამია ზოიძეირაკლი ღლონტი

1.აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; თ) (ამოღებულია - 11.12.2015, №4628) ; ი) (ამოღებულია - 11.12.2015, №4628) ; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი; მ) (ამოღებულია – 25.03.2013, №466 ) ; ნ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, აქტივების მმართველი კომპანიის, საბროკერო კომპანიის, ცენტრალური დეპოზიტარის, საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი; ო) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საპენსიო კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი.

2.სა აღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება.

3.სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონი №5916 – ვებგვერდი, 30.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №466 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6810  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3347 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2
  • №2/24/189925.12.2025განჩინება(1, ქვეპუნქტი „კ“)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    გოჩა მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №144823.09.2019კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 28

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-787-761(კ-10)2011-04-1324ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამშენებლო დარღვევისათვის გამოცემული მიწერილობის, დაჯარიმების დადგენილებისა და საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

    დავა ეხებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო დარღვევისა და მიწერილობის შეუსრულებლობისათვის დაკისრებულ ჯარიმასა და მასთან დაკავშირებულ აქტებს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამართალდარღვევისათვის პირადი პასუხისმგებლობა და ჯარიმა გარდაცვლილი დამრღვევის მემკვიდრეზე არ გადადის. სასამართლომ გამიჯნა ჯარიმის გადახდა ახალი მესაკუთრისთვის დარღვევის გამოსწორების შესაძლო ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლომ გააუქმა ორივე ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და მოსარჩელის გარდაცვალებისა და უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოება შეწყვიტა.

  • №ას-1082-1014-20102011-02-1630სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა გავლენას ახდენს კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის გამოწვევა აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებულ ყადაღაზე?

    დავა შეეხებოდა ბინის ოთახების ყადაღისაგან გათავისუფლებას სააღსრულებო წარმოების ფარგლებში. უზენაესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორებმა სააღსრულებო ფურცელი გამოიხმეს და გადაწყვეტილების აღსრულება შეწყდა. სასამართლოს განმარტებით, კრედიტორის ინტერესის არარსებობა გამორიცხავს სააღსრულებო წარმოების გაგრძელებას და მიზანშეუწონელს ხდის აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღის შენარჩუნებას. საკასაციო სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება და ე. კ-ძის სახელზე რიცხული 23 კვადრატული მეტრის ოთახი ყადაღისაგან გაათავისუფლა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვა.

  • №ბს-647(კ-2024)2024-12-2446ადმინისტრაციული
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სააღსრულებო წარმოების დასრულებასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობა და წარმოების განახლება

    მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების დასრულებასთან დაკავშირებული აქტები გაასაჩივრა და მიუთითა ბიუროს უმოქმედობაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ თანხის გადახდევინების სააღსრულებო წარმოების ათწლიანი ვადა იმპერატიულია და ბიუროს უმოქმედობა ვადის გასვლის შემდეგ წარმოების განახლების საფუძველს არ ქმნის. ამასთან, დაუსაბუთებელმა უმოქმედობამ სათანადო წინაპირობების არსებობისას შესაძლოა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოშვას. სასამართლომ სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, რათა მოსარჩელეს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში დახმარება გაეწიოს და საჭირო გარემოებები გამოკვლეულიყო.

  • №ას-623-623-20182020-07-3124სამოქალაქო
    საკასაციო არსებითი (T2)

    შესაძლებელია თუ არა დამატებითი გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ უკვე დამტკიცებული მორიგების პირობების კორექტირება?

    საქმე ეხებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას, აგრეთვე ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას. საკასაციო სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების შემდეგ თ.პ–მა მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილებით მორიგების პირობების კორექტირება. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები ამომწურავია და მორიგების პირობების შეცვლა მათ არ მიეკუთვნება. სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილა.

  • №ას-259-20232023-06-2734სამოქალაქო
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის აქვს მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი?

    კრედიტორმა მოითხოვა მოვალის მიერ დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოვალის საკუთრების აღდგენა და მის ქონებაზე აღსრულების მიქცევა. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობა იმ პირობებში, როდესაც სააღსრულებო წარმოება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდა. სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელის ერთადერთი მიზანი სწორედ ამ წარმოების წარმატებით დასრულება იყო, ხოლო მისი შეწყვეტის შემდეგ მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ მიზანს ვეღარ მიაღწევდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ორივე ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა სსსკ 187-ე მუხლის საფუძველზე.

  • №271902022-11-2527სამოქალაქო
    საკასაციო არსებითი (T2)

    რა პირობებში შეიძლება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისა და პრეტენზიის არქონის შესახებ კრედიტორის განცხადება ვალის პატიების შეთავაზებად ჩაითვალოს?

    მოსარჩელე მოითხოვდა სესხის დარჩენილი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას, აგრეთვე იპოთეკის საგნის რეალიზაციას. დავის მთავარი საკითხი იყო, ნიშნავდა თუ არა კრედიტორის განცხადება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისა და მოვალის მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ ვალის პატიებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორმა ვალის პატიების ნება არაორაზროვნად გამოავლინა, მოვალე კი მას კონკლუდენტურად დაეთანხმა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; თ) (ამოღებულია - 11.12.2015, №4628) ; ი) (ამოღებულია - 11.12.2015, №4628) ; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი; მ) (ამოღებულია – 25.03.2013, №466 ) ; ნ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, აქტივების მმართველი კომპანიის, საბროკერო კომპანიის, ცენტრალური დეპოზიტარის, საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი; ო) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საპენსიო კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი. 2. სა აღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება. 3. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონი №5916 – ვებგვერდი, 30.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №466 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6810  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3347 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №134 · ძალაშია 12 ნოე. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  3. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023
  4. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  5. 34 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები, რომლებიც უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებულ აღსრულების შეწყვეტას ეხებოდა.

  6. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    34-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულია მასზე დართულ შენიშვნასთან ერთად; გარემოსდაცვითი შეთანხმება აღარ არის აღსრულების შეწყვეტის საფუძველი.

  7. 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „მ“ ქვეპუნქტი, რომლითაც აღსრულება წყდება 57¹⁰ მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების დადებისას, და შენიშვნა ამ საფუძვლის პირობების შესახებ.

  8. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011

    34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში უარი ახლა აღსრულებაზეა, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში „სიკვდილი“ ჩანაცვლდა „გარდაცვალებით“.

  9. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    34-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტში 10-წლიანი ვადის გამონაკლისი ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებულ საქმეებზე ახლა მოიცავს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს.

  10. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები დაზუსტდა, დაემატა შეწყვეტის ახალი საფუძვლები „ვ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“, ხოლო ლიკვიდაციის საფუძველი „ზ“ ქვეპუნქტად გადავიდა.

  11. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ; მე-2 პუნქტიდან ამოღებულია საბუთის კრედიტორისთვის დაბრუნება და დაემატა მე-3 პუნქტი წარმოების განახლების აკრძალვის შესახებ.

  12. 34-ე მუხლის პირველ პუნქტში „დ“ ქვეპუნქტი მხოლოდ გადაწყვეტილების გაუქმებას ეხება, ხოლო ახალი „ე“ ქვეპუნქტით შეწყვეტის საფუძველია ხანდაზმულობის ვადის გასვლა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3590²3614¹⁵23287281279268428433453534
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…დანაშაულის პრევენციის,…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა