Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 14⁶

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14⁶. კერძო აღმასრულებელი

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:კერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებაგასაჩივრება და სამართლებრივი დაცვა აღსრულებისასაღმასრულებელი მენეჯმენტიხელშეკრულებების შედგენამეუღლის სარჩელიმუსიკალური ინდუსტრია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹456

1.კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2.სავალდებულოა კერძო აღმასრულებელს ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ბანკში. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამუშაოდან გაათავისუფლოს მუშაკი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისათვის მიღებული საზღაური.

3.ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.

3¹.კერძო აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო საქმიანობის ორგანიზების მიზნით გაერთიანდეს სხვა კერძო აღმასრულებელთან, ადვოკატთან ან/და აუდიტორთან, ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთ გაერთიანებაში უნდა მონაწილეობდეს ერთი ნოტარიუსი მაინც.

4.ამ თავის მიზნებისათვის სააღსრულებო საქმიანობად აგრეთვე მიიჩნევა დაინტერესებული პირებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით.

5.კერძო აღმასრულებელთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

6.კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“, „დ“ და „ვ“–„კ“ ქვეპუნქტებისა, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) და აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი−1 4 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III 1 თავისა, 15 2 მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 18 1 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 25-ე მუხლის მე-4, 4 1 და მე-13 პუნქტებისა, 28 1 მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე და 62-ე მუხლებისა, 69-ე მუხლის პირველი–1 2 პუნქტებისა, 75-ე, 76-ე, 77 1 და 77 2 მუხლებისა, 82 3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 90 1 , 90 3 , 90 4 და 90 6 –91-ე მუხლებისა, XVI 1 −XVI 3 თავებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 113 2 მუხლისა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №80 · ძალაშია 29 დეკ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 მარ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 დეკ. 2015

    14⁶ მუხლის მე-6 პუნქტში განახლდა იმ ნორმების ჩამონათვალი, რომლებიც კერძო აღმასრულებლის მიმართ არ გამოიყენება: შეიცვალა მე-2 მუხლის ქვეპუნქტები, შემცირდა 21-ე მუხლის მითითება და გაიზარდა 90 მუხლების მითითება.

  2. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 23 მარ. 2012

    14⁶ მუხლს დაემატა 3¹ პუნქტი კერძო აღმასრულებლის გაერთიანების უფლების შესახებ, ერთი ნოტარიუსის სავალდებულო მონაწილეობით.

  3. 1 სექ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012

    მე-6 პუნქტში კერძო აღმასრულებლისთვის გამოუყენებელი ნორმების ჩამონათვალს დაემატა აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებული წარმოება, ხოლო XVI² თავის ნაცვლად მითითებულია XVI¹–XVI³ თავები.

  4. 6 ივნ. 2012

    14⁶ მუხლის პირველ პუნქტში ლიცენზიის გამცემი, ხოლო მე-5 პუნქტში რეესტრის წამყვანი ორგანო იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად აღსრულების ეროვნული ბიუროა.

  5. 17 მაი. 2012

    14⁶ მუხლის მე-6 პუნქტში, რომელიც განსაზღვრავს კანონის რომელი ნორმები არ ვრცელდება კერძო აღმასრულებელზე, დაემატა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებული წარმოება, 25-ე მუხლის მე-13 პუნქტი და XVI² თავი, ხოლო 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამ გამონაკლისებიდან ამოვარდა.

  6. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    14⁶ მუხლის მე-6 პუნქტში განახლდა იმ ნორმების ჩამონათვალი, რომლებიც კერძო აღმასრულებლის საქმიანობაზე არ ვრცელდება.

  7. 22 დეკ. 2010

    14⁶ მუხლის მე-6 პუნქტში კერძო აღმასრულებლის მიმართ არგამოყენებადი ნორმების ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებული წარმოება, 15² და 90³ მუხლები, ხოლო რიგი ნორმა ჩამონათვალიდან ამოვარდა.

  8. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    მე-6 პუნქტში იცვლება იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლებიც კერძო აღმასრულებელზე არ ვრცელდება: 72-ე–77¹ მუხლების ნაცვლად 75-ე–76¹ და 77¹ მუხლები, ასევე რედაქციული შესწორება.

  9. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    მე-2 პუნქტში ბანკში სავალდებულო ანგარიში სადეპოზიტოდან საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშად შეიცვალა, წინადადების სიტყვათა წყობა და საზღაურის აღწერა დაზუსტდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14⁵შემდეგი მუხლი 14⁷

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალიმენტის აღსრულება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის მომსახურების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დირექტორის შრომითი ხელშეკრულება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შემსრულებლის უფლებების დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 9 ცვლილება · ბოლო 29 დეკ. 2015
  • 17 რედაქცია
  • 18 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 113მუხლი 113²მუხლი 15²მუხლი 17მუხლი 18¹მუხლი 2მუხლი 21მუხლი 25მუხლი 3მუხლი 35მუხლი 39მუხლი 49მუხლი 5მუხლი 62მუხლი 69მუხლი 77²მუხლი 82³მუხლი 91

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁷კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია
  • 14⁸სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა
  • 14¹⁶კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 162ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმასრულებელი უფლებამოსილი ორგანო
  • 163ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 57კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილება
  • 20სხვა ფუნქციები

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 47შემსრულებლის უფლებები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 25იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა

ნოტარიატის შესახებ

  • 19სანოტარო ბიურო

მეწარმეთა შესახებ

  • 206სააქციო საზოგადოების აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
113113²15²1718¹2212533539495626914⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსრაც უფრო ახლოსაა, მით უფრო ახლოა მნიშვნელობით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026