სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 91¹. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მოხსნის ან ამ პირის პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვის აღსრულება

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) შესაბამისი მიმართვის საფუძველზე.

2.ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების  საბჭოს რეზოლუციებით  განსაზღვრული  პირის  ქონებაზე ყადაღის  დადების  თაობაზე  სამთავრობო კომისიის მიმართვაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.

3.რეესტრში რეგისტრირებული ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის პირადი მონაცემების ცვლილების რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება სამთავრობო კომისიის შესაბამის მიმართვაში მითითებული განახლებული მონაცემების საფუძველზე.

4.ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის მთლიან ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღა იხსნება სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული პირის მთლიან ქონებაზე ყადაღის მოხსნის შემთხვევაში ეს პირი სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ამოირიცხება რეესტრიდან. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5355 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4454 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №427 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. თავი XVI 1 გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) შესაბამისი მიმართვის საფუძველზე. 2. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების  საბჭოს რეზოლუციებით  განსაზღვრული  პირის  ქონებაზე ყადაღის  დადების  თაობაზე  სამთავრობო კომისიის მიმართვაში მითითებული მონაცემების საფუძველზე. 3. რეესტრში რეგისტრირებული ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის პირადი მონაცემების ცვლილების რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება სამთავრობო კომისიის შესაბამის მიმართვაში მითითებული განახლებული მონაცემების საფუძველზე. 4. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის მთლიან ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღა იხსნება სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული პირის მთლიან ქონებაზე ყადაღის მოხსნის შემთხვევაში ეს პირი სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ამოირიცხება რეესტრიდან. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5355 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4454 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №427 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. თავი XVI 1 გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №101 · ძალაშია 13 აპრ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 8 დეკ. 2011 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში რეზოლუციების წყაროდ დაზუსტდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო. მე-3 პუნქტით ყადაღა შეიძლება გაუქმდეს ქონების ნაწილზეც, ხოლო მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა დაკავშირებულია მხოლოდ მთლიან ქონებაზე ყადაღის გაუქმებასთან.

  2. ახალი 91¹ მუხლი ადგენს ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ქონებაზე ყადაღისა და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლად მოსამართლის ბრძანებას, აღსრულებას აკისრებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოსამართლის ბრძანებით აწესრიგებს ყადაღის გაუქმებასა და რეესტრიდან ამორიცხვას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30202202¹331¹19⁴28¹1576234139791¹
მნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…თავისუფლების ქარტიასააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა