1.ქვეითმა უნდა იაროს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი ზომის ნივთი, აგრეთვე ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, პირს, რომელიც გადაადგილდება შეუძლიათ იარონ სავალი ნაწილის ნაპირზე, თუ ტროტუარსა და გვერდულაზე მათი მოძრაობა დაბრკოლებას უქმნის სხვა ქვეითებს. თუ არ არის ტროტუარი, გვერდულა და ქვეითთა ბილიკი, ან მათზე მოძრაობა შეუძლებელია, ქვეითმა უნდა იაროს საველოსიპედო ბილიკზე ან იმოძრაოს ერთ რიგად სავალი ნაწილის ნაპირას (გზაზე, რომელზედაც გამყოფი ზოლი სავალი ნაწილის გარეთა ნაპირზეა). დაუსახლებელ პუნქტში ქვეითმა უნდა იაროს სავალ ნაწილზე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპიროდ. პირმა, რომელიც გადაადგილდება ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, აგრეთვე პირებმა, რომლებიც მართავენ მოტოციკლს, მოპედს, ველოსიპედს, უნდა იმოძრაონ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით.
2.სავალ ნაწილზე ქვეითთა ორგანიზებული კოლონის მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ოთხი კაცისა. ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცილებლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარებით: წინ – თეთრით, უკან – წითლით. ბავშვებმა უნდა იარონ მხოლოდ ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე, ისიც დღისით, გამცილებლის თანხლებით.
3.ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს ქვეითთა გადასასვლელზე, მათ შორის, მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებით, ხოლო თუ ის არ არის – გზაჯვარედინზე, ტროტუარის ან გვერდულის ხაზზე. თუ ხილვადობის ზონაში არ არის გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია სწორი კუთხით სავალი ნაწილის ნაპირთან იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი, ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.
4.რეგულირებად ადგილებში ქვეითი ხელმძღვანელობს მარეგულირებლის ან ქვეითთა შუქნიშნის სიგნალებით, ხოლო თუ ის არ არის – სატრანსპორტო შუქნიშნის სიგნალებით.
5.ქვეითთა გადასასვლელზე, რომელზედაც არ რეგულირდება მოძრაობა, ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ. ამასთან, სავალი ნაწილის გადაკვეთისას (სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი) ქვეითმა არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას, არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ან ხილვადობის შემზღუდველი სხვა წინააღმდეგობის მხრიდან.
6.ქვეითი არ უნდა შეყოვნდეს ან გაჩერდეს სავალ ნაწილზე, თუ ეს არ ქმნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშიშროებას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, ჩერდება საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე და გადასვლას აგრძელებს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, შუქნიშნის (მარეგულირებლის) სიგნალების გათვალისწინებით.
7.ქვეითი ვალდებულია თავი შეიკავოს სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი.
8.სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო თუ ის არ არის – ტროტუარზე ან გვერდულაზე. ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნის გასაჩერებელი პუნქტიდან (გაჩერებიდან) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად სავალ ნაწილზე გადასვლა ნებადართულია მხოლოდ ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, ხოლო სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლისას ქვეითმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი.
როგორ გამოიყენება დაზარალებულის ბრალის წესი სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას?
დავა ეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მკურნალობის ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალისგან დამოუკიდებელ პასუხისმგებლობასთან ერთად გასათვალისწინებელია დაზარალებულის ბრალიც და გაიზიარა მხარეთა ბრალის განაწილება. სასამართლომ უცვლელად დატოვა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა მოპასუხისა და ერთ-ერთი მოსარჩელის საკასაციო საჩივრები. მეორე მოსარჩელის მკურნალობის ხარჯების ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე მტკიცებულებათა დამატებით შესაფასებლად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.
რომელი სამართლებრივი საფუძვლით განიხილება სატრანსპორტო საშუალებით ფეხით მოსიარულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება?
მოსარჩელემ მოითხოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მამკვიდრებლის მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ დავაში უნდა გამოკვლეულიყო სატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანისათვის ბრალისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის წინაპირობები, მათ შორის მოპასუხის იურიდიული მფლობელობის საკითხი და დაუძლეველი ძალის არსებობა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გააუქმა და საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დააბრუნა.
საგზაო მოძრაობის წესის დარღვევით სიცოცხლის მოსპობა
საკასაციო პალატამ განიხილა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა. პალატამ მსჯავრდება ძალაში დატოვა, თუმცა შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ქვეითის მიერ წესების დარღვევის გათვალისწინებით სასჯელი შეამსუბუქა. საბოლოოდ, სამი წლით თავისუფლების აღკვეთიდან ერთი წელი პირობითად ჩაითვალა ერთი წლის გამოსაცდელი ვადით; ძალაში დარჩა დამატებითი ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საგზაო მოძრაობის წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
საკასაციო პალატამ შეაფასა, შეესაბამებოდა თუ არა საგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანის გარდაცვალებისთვის მსჯავრდებულის პირობითი სასჯელი საქმის გარემოებებს. პალატამ მსჯავრდებულის ქცევის, პიროვნებისა და სხვა გარემოებების ერთობლიობით მიიჩნია, რომ მისი გამოსწორება თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე შესაძლებელი იყო. პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განაჩენი უცვლელად დარჩა: სამი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, ოთხი წლის გამოსაცდელი ვადით და ავტომანქანის მართვის უფლების ექვსი თვით ჩამორთმევით.
როდის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მისი ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ბრალის მიუხედავად?
დაზარალებულის მემკვიდრემ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მძღოლისა და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისაგან მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალისგან დამოუკიდებელ პასუხისმგებლობაზე, დაუძლეველი დაბრკოლებისა და დაზარალებულის ქცევის მნიშვნელობაზე. სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და წარმოდგენილი მტკიცებულებები შერეული ბრალის საფუძველზე პასუხისმგებლობის გადანაწილების შესაძლებლობასაც არ იძლეოდა. საკასაციო საჩივარი არსებითად განიხილა და სსსკ-ის 410-ე მუხლით უარყო, ხოლო სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.
რომელი გარემოებები მიიჩნია სასამართლომ საჭიროდ სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობისთვის ჯანმრთელობის დაზიანების გამო?
მოსარჩელე დამსაქმებლისგან მოითხოვდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენებისთვის საჭიროდ მიიჩნია სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების, ზიანისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობა. პალატამ გაიზიარა დასკვნა, რომ საქმეში მფლობელის ბრალეულობა არ დადასტურდა და დირექტორის ბრძანება ამ გარემოების დასადასტურებლად საკმარისი არ იყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ქვეითმა უნდა იაროს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი ზომის ნივთი, აგრეთვე ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, პირს, რომელიც გადაადგილდება შეუძლიათ იარონ სავალი ნაწილის ნაპირზე, თუ ტროტუარსა და გვერდულაზე მათი მოძრაობა დაბრკოლებას უქმნის სხვა ქვეითებს. თუ არ არის ტროტუარი, გვერდულა და ქვეითთა ბილიკი, ან მათზე მოძრაობა შეუძლებელია, ქვეითმა უნდა იაროს საველოსიპედო ბილიკზე ან იმოძრაოს ერთ რიგად სავალი ნაწილის ნაპირას (გზაზე, რომელზედაც გამყოფი ზოლი სავალი ნაწილის გარეთა ნაპირზეა). დაუსახლებელ პუნქტში ქვეითმა უნდა იაროს სავალ ნაწილზე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპიროდ. პირმა, რომელიც გადაადგილდება ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, აგრეთვე პირებმა, რომლებიც მართავენ მოტოციკლს, მოპედს, ველოსიპედს, უნდა იმოძრაონ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით.2. სავალ ნაწილზე ქვეითთა ორგანიზებული კოლონის მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ოთხი კაცისა. ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცილებლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარებით: წინ – თეთრით, უკან – წითლით. ბავშვებმა უნდა იარონ მხოლოდ ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე, ისიც დღისით, გამცილებლის თანხლებით.3. ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს ქვეითთა გადასასვლელზე, მათ შორის, მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებით, ხოლო თუ ის არ არის – გზაჯვარედინზე, ტროტუარის ან გვერდულის ხაზზე. თუ ხილვადობის ზონაში არ არის გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია სწორი კუთხით სავალი ნაწილის ნაპირთან იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი, ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.4. რეგულირებად ადგილებში ქვეითი ხელმძღვანელობს მარეგულირებლის ან ქვეითთა შუქნიშნის სიგნალებით, ხოლო თუ ის არ არის – სატრანსპორტო შუქნიშნის სიგნალებით.5. ქვეითთა გადასასვლელზე, რომელზედაც არ რეგულირდება მოძრაობა, ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ. ამასთან, სავალი ნაწილის გადაკვეთისას (სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი) ქვეითმა არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას, არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ან ხილვადობის შემზღუდველი სხვა წინააღმდეგობის მხრიდან.6. ქვეითი არ უნდა შეყოვნდეს ან გაჩერდეს სავალ ნაწილზე, თუ ეს არ ქმნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშიშროებას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, ჩერდება საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე და გადასვლას აგრძელებს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, შუქნიშნის (მარეგულირებლის) სიგნალების გათვალისწინებით.7. ქვეითი ვალდებულია თავი შეიკავოს სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი.8. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო თუ ის არ არის – ტროტუარზე ან გვერდულაზე. ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნის გასაჩერებელი პუნქტიდან (გაჩერებიდან) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად სავალ ნაწილზე გადასვლა ნებადართულია მხოლოდ ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, ხოლო სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლისას ქვეითმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №24
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2011 – 25 მაი. 2012ტექსტი უცნობია
24 დეკ. 2010 – 1 იან. 2011ტექსტი უცნობია
1 იან. 2009 – 24 დეკ. 2010ტექსტი უცნობია
10 აპრ. 2007 – 1 იან. 2009ტექსტი უცნობია
15 ოქტ. 2005 – 10 აპრ. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.