1.მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, სატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის თავისებურება და მდგომარეობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე.
2.დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
3.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში – თბილისსა და ქუთაისში მოძრაობის სიჩქარე (3.24 შესაბამისი ნიშნების დადგმით) შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთზე, თუ საგზაო პირობები ქმნის მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას.
4.დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა:
ა) მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე – არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით;
ბ) საქალაქთაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლისა, ყველა გზაზე – არა უმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;
გ) მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალებზე – არა უმეტეს 80კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით;
დ) ძარით მგზავრთა გადამყვანი სატვირთო ავტომობილისა – არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;
ე) ისეთი სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებსაც გადააქვთ საშიში, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთი – არა უმეტეს იმ სიჩქარისა, რომელიც გათვალისწინებულია გადაზიდვის პირობებით.
5.მძღოლს ეკრძალება:
ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება;
ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“ მითითებული სიჩქარის გადაჭარბება;
გ) სხვა სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაბრკოლების შექმნა ნელი მოძრაობით, თუ ეს აუცილებლობით არ არის განპირობებული;
დ) მკვეთრი დამუხრუჭება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭების გარდა.
საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1621 - სსმ I, №33, 01.07.2005 წ., მუხ.205
როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევას ორივე მძღოლის ქმედებამ შეუწყო ხელი?
დავა შეეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შემთხვევის დადგომას ორივე მძღოლის ქმედებამ შეუწყო ხელი, თუმცა მოპასუხეთა ბრალის ხარისხის გათვალისწინებით მათ ძირითადი მოსარჩელის ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად მართებულად დაეკისრათ. სასამართლომ ასევე განმარტა ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული სასამართლო აქტის მნიშვნელობა სამოქალაქო დავაში. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
ადასტურებს თუ არა წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დადგენილებაში ზიანის ოდენობის მითითება ვაგონების დაყოვნებით გამოწვეულ ზიანს?
შპს „საქართველოს რკინიგზა“ ორი მოპასუხისგან სოლიდარულად მოითხოვდა მატარებლისა და ავტომანქანის შეჯახებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განიხილა ნ. ბ-ძის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელზე უარი კანონიერ ძალაში იყო შესული. სასამართლომ განმარტა, რომ პროკურატურის დადგენილებაში ზიანის თანხის მითითება არ ადასტურებდა ვაგონების დაყოვნებით გამოწვეულ ზიანსა და მის ოდენობას, ხოლო შესაბამისი გარემოებები სათანადო აქტებით უნდა დადასტურებულიყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.
როგორ გამოიყენება დაზარალებულის ბრალის წესი სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას?
დავა ეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მკურნალობის ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალისგან დამოუკიდებელ პასუხისმგებლობასთან ერთად გასათვალისწინებელია დაზარალებულის ბრალიც და გაიზიარა მხარეთა ბრალის განაწილება. სასამართლომ უცვლელად დატოვა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა მოპასუხისა და ერთ-ერთი მოსარჩელის საკასაციო საჩივრები. მეორე მოსარჩელის მკურნალობის ხარჯების ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე მტკიცებულებათა დამატებით შესაფასებლად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.
რომელი სამართლებრივი საფუძვლით განიხილება სატრანსპორტო საშუალებით ფეხით მოსიარულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება?
მოსარჩელემ მოითხოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მამკვიდრებლის მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ დავაში უნდა გამოკვლეულიყო სატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანისათვის ბრალისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის წინაპირობები, მათ შორის მოპასუხის იურიდიული მფლობელობის საკითხი და დაუძლეველი ძალის არსებობა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გააუქმა და საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დააბრუნა.
საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის სასჯელის შემცირებისა და დამატებითი შეღავათის გამოყენების საკითხი ავტოსაგზაო დანაშაულზე, რომელმაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. პალატამ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა სასჯელის ინდივიდუალიზაციის გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ძირითადი სასჯელი შეამცირა. ამნისტიის გამოყენების შემდეგ საბოლოოდ განისაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლითა და 3 თვით ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა.
როდის არის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები სავალდებულო საკასაციო სასამართლოსთვის?
მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურდა მოპასუხის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, შეჯახება და მოსარჩელის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. სასამართლომ უცვლელად დატოვა მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება გააუქმა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლების გამოყენებით.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, სატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის თავისებურება და მდგომარეობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე.2. დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში – თბილისსა და ქუთაისში მოძრაობის სიჩქარე (3.24 შესაბამისი ნიშნების დადგმით) შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთზე, თუ საგზაო პირობები ქმნის მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას.4. დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა:ა) მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე – არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით;ბ) საქალაქთაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლისა, ყველა გზაზე – არა უმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;გ) მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალებზე – არა უმეტეს 80კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით;დ) ძარით მგზავრთა გადამყვანი სატვირთო ავტომობილისა – არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;ე) ისეთი სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებსაც გადააქვთ საშიში, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთი – არა უმეტეს იმ სიჩქარისა, რომელიც გათვალისწინებულია გადაზიდვის პირობებით.5. მძღოლს ეკრძალება:ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება;ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“ მითითებული სიჩქარის გადაჭარბება;გ) სხვა სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაბრკოლების შექმნა ნელი მოძრაობით, თუ ეს აუცილებლობით არ არის განპირობებული;დ) მკვეთრი დამუხრუჭება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭების გარდა.საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1621 - სსმ I, №33, 01.07.2005 წ., მუხ.205
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №4 · ძალაშია 1 ივლ. 2005-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
29-ე მუხლში „ბ“ ქვეპუნქტის ზღვარი ყველა გზაზე 90-დან 80 კმ/სთ-მდე შემცირდა, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის ზღვარი ავტომაგისტრალებზე 90-დან 80 კმ/სთ-მდე შემცირდა და სიტყვა „ავტომაგისტრალზე“ მრავლობით რიცხვში ჩამოყალიბდა.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…ადგილობრივი მნიშვნელობ…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო გზების შე…საავტომობილო ტრანსპორტ…