საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 33. ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾300-დან

ირაკლი ღლონტიმზია კიკვაძესალომე კობერიძე

1.სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელით სავალ ნაწილზე მიმავალ ქვეითს.

2.თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები განაგრძობენ სვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.

3.ქვეითთა რეგულირებულ გადასასვლელზე შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი საშუალებას აძლევს ქვეითს, დაასრულოს მოცემული მიმართულებით სავალ ნაწილზე გადასვლა.

4.აკრძალულია გადასვლა ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მის უკან ტრანსპორტია ჩახერგილი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს.

5.სხვა შემთხვევაში, აგრეთვე იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, მძღოლი გზას უთმობს თეთრი ხელჯოხით სიგნალის მიმცემ ბრმა ქვეითს.

6.მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გაჩერებაზე მდგომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმავალ ან ამ ტრანსპორტის კარის მხრიდან მომავალ ქვეითს, თუ ჩასხდომა და გადმოსხდომა ხდება სავალ ნაწილზე ან მასზე განლაგებული ჩასასხდომი მოედნიდან.

7.იმ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, რომელსაც აქვს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ანელებს სიჩქარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ჩერდება და ატარებს ბავშვებს.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • №81აპ-242024-06-1149
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ქვეითთა გადასასვლელზე მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევა

    საკასაციო პალატამ განიხილა არასრულწლოვანი ქვეითის სიკვდილით დასრულებული საგზაო შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელის მოხდის ფორმა. მან სრულად პირობითი მსჯავრი უსამართლოდ მიიჩნია, თუმცა მსჯავრდებულის პირადი მდგომარეობისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით თავისუფლების აღკვეთა ნაწილობრივ პირობითად განსაზღვრა. ხუთწლიანი სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელია სამი წელი და ოთხი თვე, ხოლო ერთი წელი და რვა თვე პირობითია იმავე ხანგრძლივობის გამოსაცდელი ვადით; გაუქმდა ჯარიმა და შენარჩუნდა მართვის უფლების სამი წლით ჩამორთმევა.

  • №593აპ-182019-02-0617
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები

    საქმე ეხებოდა ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისას ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის სიმკაცრეს. საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ არც სასჯელის დამძიმების ან შემსუბუქების საფუძველი და არც საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობა არ არსებობდა. ბრალდებისა და დაცვის საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა ერთი წლით.

  • №286აპ-182018-10-1716
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობა

    საკასაციო პალატამ განიხილა ბრალდებისა და დაცვის საჩივრების დასაშვებობა სასჯელის სიმძიმესთან დაკავშირებით და დაასკვნა, რომ დასაშვებობის საფუძვლები არ იკვეთებოდა. ორივე საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

  • №454აპ-172018-01-1514
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებლობის საფუძვლები

    საკასაციო პალატამ შეაფასა საგზაო შემთხვევისთვის მსჯავრდებული ორი პირის საჩივრების დასაშვებობა, მათ შორის, მტკიცებულებებისა და სასჯელების სამართლიანობის შესახებ პრეტენზიები. პალატამ მიიჩნია, რომ საკასაციო განხილვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობდა და ორივე საჩივარი დაუშვებლად ცნო. ძალაში დარჩა პირველი მსჯავრდებულის ხუთწლიანი და მეორე მსჯავრდებულის შვიდწლიანი თავისუფლების აღკვეთა; ორივეს სამი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

  • №374აპ-172017-10-2612
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები

    საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლის მოსპობით დასრულებული საგზაო შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების მოთხოვნას. საკასაციო პალატამ ბრალდების საჩივარი დაუშვებლად ცნო და დაეთანხმა ქვედა ინსტანციების მიერ ქმედების კვალიფიკაციასა და სასჯელის განსაზღვრას. ძალაში დარჩა ოთხი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ორი წლით ჩამორთმევა.

  • №696აპ-162017-04-2612
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებლობის საფუძვლები

    დაცვის მხარე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის არც ერთ საფუძველს და სასჯელი შესაბამისი სანქციის ფარგლებში იყო. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლითა და ექვსი თვით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა სამი წლით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელით სავალ ნაწილზე მიმავალ ქვეითს. 2. თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები განაგრძობენ სვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი. 3. ქვეითთა რეგულირებულ გადასასვლელზე შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი საშუალებას აძლევს ქვეითს, დაასრულოს მოცემული მიმართულებით სავალ ნაწილზე გადასვლა. 4. აკრძალულია გადასვლა ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მის უკან ტრანსპორტია ჩახერგილი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს. 5. სხვა შემთხვევაში, აგრეთვე იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, მძღოლი გზას უთმობს თეთრი ხელჯოხით სიგნალის მიმცემ ბრმა ქვეითს. 6. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გაჩერებაზე მდგომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმავალ ან ამ ტრანსპორტის კარის მხრიდან მომავალ ქვეითს, თუ ჩასხდომა და გადმოსხდომა ხდება სავალ ნაწილზე ან მასზე განლაგებული ჩასასხდომი მოედნიდან. 7. იმ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, რომელსაც აქვს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ანელებს სიჩქარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ჩერდება და ატარებს ბავშვებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
250127123102541362 (და…4 (და…27 (დ…29 (დ…28 (დ…33
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს გარემოს და…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო ტრანსპორტ…