Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებმუხლი 38

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 38. გარე სანათი ხელსაწყოებითა და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობა

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზის განათებისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე გვირაბში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს შემდეგი სანათი ხელსაწყოები: ა) ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასა და მოპედზე – ფარების ახლო ან შორი განათება; ბ) ველოსიპედზე – ფარები ან ფარნები; გ) საჭაპნე ოთხთვალაზე – ფარნები (თუ ასეთი არის); დ) მისაბმელზე – საგაბარიტო სინათლეები.

2.შორი განათება უნდა გადაირთოს ახლო განათებაზე: ა) თუ დასახლებულ პუნქტში გზა განათებულია; ბ) შემხვედრის გვერდის აქცევის დროს სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე; გ) როგორც საპირისპირო, ისე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის თვალის მოჭრის თავიდან აცილების მიზნით.

3.ხილვადობის გაუარესების შემთხვევაში მძღოლი მოძრაობის ზოლის შეუცვლელად რთავს საავარიო მაშუქ სიგნალიზაციას, ანელებს სიჩქარეს და ჩერდება.

4.დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე გაჩერებისას ან დგომისას, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს ახლო განათების, ნისლის საწინააღმდეგო ფარები, აგრეთვე ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები.

5.ნისლის საწინააღმდეგო ფარებით სარგებლობა შეიძლება: ა) დამოუკიდებლად, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე ფარების ახლო ან შორ განათებასთან ერთად; ბ) დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე, ფარების ახლო ან შორ განათებასთან ერთად; გ) ფარების ახლო განათების მაგივრად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6.დღე-ღამის ნათელ დროს მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით ახლო განათების ფარები უნდა ჩაირთოს: ა) ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას; ბ) ავტობუსითა და სატვირთო ავტომობილით ბავშვების გადაყვანისას; გ) საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირების დროს (მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე).

7.ფარ-პროჟექტორით და ფარ-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი დავალების შესრულებისას.

8.ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები გამოიყენება მხოლოდ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში. აკრძალულია ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარების „სდექ“ სიგნალთან ჩართვა.

9.საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ ირთვება ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც.

10.ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის მოელვარე შუქურა ირთვება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე ასრულებს სარემონტო-სამშენებლო ან მოსავლის ასაღებ სამუშაოებს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებაზე საშიში, მსხვილგაბარიტიანი ან მძიმეწონიანი ტვირთის გადატანისას, ამ ტვირთის გადატანის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

11.ხმოვანი სიგნალები გამოიყენება: ა) დაუსახლებელ პუნქტში გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად; ბ) თუ იგი აუცილებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

12.გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის მაგივრად (ან მასთან ერთად) შეიძლება ჩაირთოს მაშუქი სიგნალიც დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზის განათებისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე გვირაბში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს შემდეგი სანათი ხელსაწყოები: ა) ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასა და მოპედზე – ფარების ახლო ან შორი განათება; ბ) ველოსიპედზე – ფარები ან ფარნები; გ) საჭაპნე ოთხთვალაზე – ფარნები (თუ ასეთი არის); დ) მისაბმელზე – საგაბარიტო სინათლეები. 2. შორი განათება უნდა გადაირთოს ახლო განათებაზე: ა) თუ დასახლებულ პუნქტში გზა განათებულია; ბ) შემხვედრის გვერდის აქცევის დროს სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე; გ) როგორც საპირისპირო, ისე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის თვალის მოჭრის თავიდან აცილების მიზნით. 3. ხილვადობის გაუარესების შემთხვევაში მძღოლი მოძრაობის ზოლის შეუცვლელად რთავს საავარიო მაშუქ სიგნალიზაციას, ანელებს სიჩქარეს და ჩერდება. 4. დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე გაჩერებისას ან დგომისას, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს ახლო განათების, ნისლის საწინააღმდეგო ფარები, აგრეთვე ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები. 5. ნისლის საწინააღმდეგო ფარებით სარგებლობა შეიძლება: ა) დამოუკიდებლად, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე ფარების ახლო ან შორ განათებასთან ერთად; ბ) დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე, ფარების ახლო ან შორ განათებასთან ერთად; გ) ფარების ახლო განათების მაგივრად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6. დღე-ღამის ნათელ დროს მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით ახლო განათების ფარები უნდა ჩაირთოს: ა) ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას; ბ) ავტობუსითა და სატვირთო ავტომობილით ბავშვების გადაყვანისას; გ) საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირების დროს (მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე). 7. ფარ-პროჟექტორით და ფარ-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი დავალების შესრულებისას. 8. ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები გამოიყენება მხოლოდ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში. აკრძალულია ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარების „სდექ“ სიგნალთან ჩართვა. 9. საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ ირთვება ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც. 10. ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის მოელვარე შუქურა ირთვება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე ასრულებს სარემონტო-სამშენებლო ან მოსავლის ასაღებ სამუშაოებს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებაზე საშიში, მსხვილგაბარიტიანი ან მძიმეწონიანი ტვირთის გადატანისას, ამ ტვირთის გადატანის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 11. ხმოვანი სიგნალები გამოიყენება: ა) დაუსახლებელ პუნქტში გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად; ბ) თუ იგი აუცილებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. 12. გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის მაგივრად (ან მასთან ერთად) შეიძლება ჩაირთოს მაშუქი სიგნალიც დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 დეკ. 2013 · №29

  • 1 ცვლილება · ბოლო 3 იან. 2014
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 26საავარიო შუქური სიგნალიზაცია
  • 22სპეციალური სიგნალების გამოყენება
  • 33ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 49გარე სანათი ხელსაწყოების გამოყენების პირობები
  • 50ზოგიერთი საგზაო მოძრაობის მონაწილისა და სატრანსპორტო საშუალების განათების სხვა პირობები
  • 48ხმოვანი და მანათობელი სიგნალები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 31 (დანართი 1)ღამის საათებში პატრულირების განხორციელების ზოგადი მოთხოვნები
  • 29 (დანართი 1)ზოგადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 120სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება

საავტომობილო გზების შესახებ

  • 16შეზღუდვა და აკრძალვები საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის
  • 15საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი

პოლიციის შესახებ

  • 27ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26223312016152749504831 (დ…29 (დ…38
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს გარემოს და…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო გზების შე…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 დეკ. 2013 · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026