Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 49

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 49. გარე სანათი ხელსაწყოების გამოყენების პირობები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე.

2.შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ა) დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული, და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას; ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე; გ) ნებისმიერ სხვა პირობებში, როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა.

3.საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ.

4.თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი. წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები ისე უნდა დაყენდეს, რომ მათი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის ზემოთ. თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს.

5.არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას ნისლსაწინააღმდეგო ფარები ირთვება შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად.

6.წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად.

7.დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავ ნებისმიერ მოტოციკლზე წინ ჩართული უნდა იყოს ახლო განათების ერთი ფარა მაინც, ხოლო უკან − წითელი მაშუქი.

8.დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ა) ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას; ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე; ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.

9.დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში შეიძლება ჩართულ იქნეს ახლო განათების ფარები ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. ასეთ პირობებში უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩართულ იქნეს უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები.

10.დასახლებულ პუნქტში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ: ა) სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, ხოლო სიგანე − 2 მეტრს; ბ) სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს მისაბმელი.

11.ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.

12.უკუსვლის მაშუქის ჩართვა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას.

13.აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.

14.ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს. ლუწი რაოდენობის ფარები და შუქამრეკლი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალების შუა გრძივ კვეთასთან მიმართებით სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გარეგანი ფორმა არ არის სიმეტრიული. ერთნაირი დანიშნულების ფარების ყოველ წყვილს აშკარად ერთნაირი შუქძალა უნდა ჰქონდეს.

15.ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

16.საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

რედაქციების შედარება

1. დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე. 2. შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ა) დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული, და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას; ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე; გ) ნებისმიერ სხვა პირობებში, როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა. 3. საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ. 4. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი. წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები ისე უნდა დაყენდეს, რომ მათი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის ზემოთ. თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს. 5. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას ნისლსაწინააღმდეგო ფარები ირთვება შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად. 6. წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად. 7. დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავ ნებისმიერ მოტოციკლზე წინ ჩართული უნდა იყოს ახლო განათების ერთი ფარა მაინც, ხოლო უკან − წითელი მაშუქი. 8. დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ა) ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას; ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე; ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას. 9. დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში შეიძლება ჩართულ იქნეს ახლო განათების ფარები ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. ასეთ პირობებში უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩართულ იქნეს უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. 10. დასახლებულ პუნქტში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ: ა) სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, ხოლო სიგანე − 2 მეტრს; ბ) სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს მისაბმელი. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა. 12. უკუსვლის მაშუქის ჩართვა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას. 13. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს. 14. ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს. ლუწი რაოდენობის ფარები და შუქამრეკლი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალების შუა გრძივ კვეთასთან მიმართებით სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გარეგანი ფორმა არ არის სიმეტრიული. ერთნაირი დანიშნულების ფარების ყოველ წყვილს აშკარად ერთნაირი შუქძალა უნდა ჰქონდეს. 15. ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. 16. საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 50

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 50

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 50ზოგიერთი საგზაო მოძრაობის მონაწილისა და სატრანსპორტო საშუალების განათების სხვა პირობები
  • 48ხმოვანი და მანათობელი სიგნალები
  • 42საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 38გარე სანათი ხელსაწყოებითა და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობა
  • 22სპეციალური სიგნალების გამოყენება
  • 26საავარიო შუქური სიგნალიზაცია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 31ღამის საათებში პატრულირების განხორციელების ზოგადი მოთხოვნები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 119სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა
  • 120სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება

საავტომობილო გზების შესახებ

  • 15საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2⁷—

პოლიციის შესახებ

  • 27ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38222611912015275048422⁷3149
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო გზების შე…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026