საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 39. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირება სრულდება, თუ საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების საჭესთან ზის მძღოლი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სწორხაზოვანი მოძრაობისას ხისტი გადასაბმელის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას.

2.ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარით, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – მგზავრთა ყოფნა საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირის კაბინაში.

3.მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს 4-6 მეტრს, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არა უმეტეს 4 მეტრს.

4.აკრძალულია ბუქსირება: ა) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია (დასაშვებია მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირება); ბ) ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალებისა; გ) სატრანსპორტო საშუალებისა უმოქმედო სამუხრუჭო სისტემით, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ასეთი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით; დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლისა; ე) მოქნილი გადასაბმელით, როცა გზები მოყინულია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირება სრულდება, თუ საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების საჭესთან ზის მძღოლი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სწორხაზოვანი მოძრაობისას ხისტი გადასაბმელის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას. 2. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარით, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – მგზავრთა ყოფნა საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირის კაბინაში. 3. მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს 4-6 მეტრს, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არა უმეტეს 4 მეტრს. 4. აკრძალულია ბუქსირება: ა) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია (დასაშვებია მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირება); ბ) ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალებისა; გ) სატრანსპორტო საშუალებისა უმოქმედო სამუხრუჭო სისტემით, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ასეთი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით; დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლისა; ე) მოქნილი გადასაბმელით, როცა გზები მოყინულია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17222¹276127¹191¹129¹16230454637939
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო გზების შე…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სარკინიგზო…