საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 40. სასწავლო სვლა

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სატრანსპორტო საშუალების მართვის დაწყებითი სწავლება ტარდება დახურულ მოედნებზე ან ავტოდრომებზე, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სწავლების ოსტატთან ერთად და იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების მართვის საწყის ჩვევებს.

3.მასწავლებელს თან უნდა ჰქონდეს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლად მუშაობის 3 წელზე მეტი სტაჟი, აგრეთვე შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.პირი, რომელიც სწავლობს ავტომობილის მართვას, უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა, ხოლო მოტოციკლის მართვას – არანაკლებ 14 წლისა.

5.მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება სწავლება, აქვს საცნობი ნიშანი „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ და ინსტრუქტორისათვის დაყენებულია უკანა ხედვის სარკე.

6.აკრძალულია სასწავლო სვლა იმ გზებზე, რომელთა სია ცხადდება დადგენილი წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სატრანსპორტო საშუალების მართვის დაწყებითი სწავლება ტარდება დახურულ მოედნებზე ან ავტოდრომებზე, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სწავლების ოსტატთან ერთად და იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების მართვის საწყის ჩვევებს. 3. მასწავლებელს თან უნდა ჰქონდეს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლად მუშაობის 3 წელზე მეტი სტაჟი, აგრეთვე შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. პირი, რომელიც სწავლობს ავტომობილის მართვას, უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა, ხოლო მოტოციკლის მართვას – არანაკლებ 14 წლისა. 5. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება სწავლება, აქვს საცნობი ნიშანი „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ და ინსტრუქტორისათვის დაყენებულია უკანა ხედვის სარკე. 6. აკრძალულია სასწავლო სვლა იმ გზებზე, რომელთა სია ცხადდება დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 9 იან. 2012

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁴27611912130168961552129 (დ…40
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საავტომობილო გზების შე…საქართველოს გარემოს და…