1.მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან.
2.აკრძალულია გასვლა გზაჯვარედინზე ან სავალი ნაწილების გადაკვეთაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ წინ ჩახერგილია ტრანსპორტი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს, რაც დაბრკოლებას უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას განივი მიმართულებით.
3.გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ან შუქნიშანი არ მუშაობს, ან არ არის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.
4.რეგულირებული გზაჯვარედინი:
ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებიც;
ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;
გ) თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად ტრამვაისა და ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ნებას რთავს, მაშინ ტრამვაის აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ ან წითელ სიგნალებთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას ტრამვაიმ გზა უნდა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;
დ) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას გზაჯვარედინზე შესული მძღოლი მოძრაობს დასახული მიმართულებით გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის სიგნალების მიუხედავად, მაგრამ თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (5.33 ნიშნები), მძღოლი ხელმძღვანელობს თითოეული შუქნიშნის სიგნალით;
ე) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.
5.არარეგულირებული გზაჯვარედინი:
ა) არათანაბარმნიშვნელოვან გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად;
ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავი მძღოლები ხელმძღვანელობენ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესით ხელმძღვანელობენ მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მძღოლებიც;
გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
6.მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლებიც.
7.თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება.
საქმე ეხება არარეგულირებად გზაჯვარედინზე მოძრაობის წესის დარღვევას, რასაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ შემთხვევის დროს გზაჯვარედინზე შესაბამისი ნიშნები არ იდგა და მსჯავრდებულს მარჯვნიდან მოახლოებული ავტომობილისთვის გზა უნდა დაეთმო. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, სამი ათასი ლარის ჯარიმა და სამი წლით ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა.
საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის მოთხოვნა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დანიშნული ჯარიმის შემცირების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა ქმედების სიმძიმის, შედეგისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით უსამართლო ან ზედმეტად მკაცრი არ იყო და საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამასთან, პალატამ ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებული ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა, ხოლო განაჩენი სხვა ნაწილში უცვლელად დატოვა.
შეიძლება თუ არა ავტომანქანაზე საკუთრების შეძენა შემძენის სახელზე მისი რეგისტრაციის გარეშე?
დავა ეხებოდა ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობასა და მისი ყადაღისა და საგადასახადო გირავნობისგან გათავისუფლებას. შემოსავლების სამსახური ამტკიცებდა, რომ საკუთრების შესაძენად ავტომანქანის რეგისტრაცია აუცილებელი იყო. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დადგენილი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა რეგისტრაციას არ საჭიროებს, და დაადგინა, რომ ნივთი მოსარჩელეს ნამდვილი უფლების საფუძველზე გადაეცა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.
საკასაციო საჩივარი შეეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეში ექსპერტიზის დასკვნების შეფასებასა და დაცვის მხარის გამამართლებელ მოთხოვნას. საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი არ არსებობდა და სააპელაციო სასამართლომ განმარტა დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის მიზეზები. საჩივარი არსებითად განსახილველად არ დაუშვეს; ძალაში დარჩა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
როდის არის დაუშვებელი საკასაციო საჩივარი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავაში?
შპს მოითხოვდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის დაზიანებითა და მისი ავტოსადგომზე განთავსებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 8780 ლარის გადახდა დააკისრა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ არც ერთ დასაშვებობის საფუძველს არ აკმაყოფილებდა. საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა და არსებითად არ განხილულა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან.2. აკრძალულია გასვლა გზაჯვარედინზე ან სავალი ნაწილების გადაკვეთაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ წინ ჩახერგილია ტრანსპორტი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს, რაც დაბრკოლებას უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას განივი მიმართულებით.3. გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ან შუქნიშანი არ მუშაობს, ან არ არის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.4. რეგულირებული გზაჯვარედინი:ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებიც;ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;გ) თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად ტრამვაისა და ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ნებას რთავს, მაშინ ტრამვაის აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ ან წითელ სიგნალებთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას ტრამვაიმ გზა უნდა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;დ) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას გზაჯვარედინზე შესული მძღოლი მოძრაობს დასახული მიმართულებით გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის სიგნალების მიუხედავად, მაგრამ თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (5.33 ნიშნები), მძღოლი ხელმძღვანელობს თითოეული შუქნიშნის სიგნალით;ე) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.5. არარეგულირებული გზაჯვარედინი:ა) არათანაბარმნიშვნელოვან გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად;ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავი მძღოლები ხელმძღვანელობენ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესით ხელმძღვანელობენ მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მძღოლებიც;გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.6. მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლებიც.7. თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს სარკინიგზო…