1.ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
1¹.იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს
„
სახელმწიფო ქონების შესახებ
“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი
.
2.საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:
ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;
ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
[
ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
გ) სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას;
დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;
ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა;
ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;
ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;
თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;
ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;
კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;
მ) სასაფლაო და პანთეონი;
ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;
ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის;
პ) საძოვარი.
3.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
4.„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია და სპორადული რეგისტრაცია) ხდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5993 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.26
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №88 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.100
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №614- სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.233
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1941 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.246
საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2887 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.117
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3517 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.318
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3889 - სსმ I, №67, 09.12.2010წ., მუხ.417
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6379 - ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1248 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5157 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5501 – ვებგვერდი, 18.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5964 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6953-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3428 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ბათილობა და ახალი აქტის გამოცემა
დავა შეეხებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის კანონიერებას. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა კომისიამ უარი, მათ შორის, ნაკვეთზე დროებითი ნაგებობის არსებობით დაასაბუთა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მისი მახასიათებლები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები სათანადოდ არ გამოუკვლევია. სასამართლომ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია და მიწის ზოგადად სპეციალურ ზონაში მდებარეობა თავისთავად არ გამორიცხავს უფლების აღიარებას. სასამართლომ გააუქმა სადავო განკარგულება და კომისიას გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გადაწყვეტილების, მოწმობისა და სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა
დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთზე მესამე პირის საკუთრების უფლების აღიარების, საკუთრების მოწმობისა და სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არსებითი გარემოებები სრულყოფილად არ გამოიკვლია და დაინტერესებული პირები საქმის განხილვაში არ ჩართო. წინააღმდეგობრივი მტკიცებულებების გამო დაუდგენელი დარჩა მიწის ნაკვეთების გადაფარვა და სადავო მიწის სამართლებრივი სტატუსი. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა აქტები და კომისიას ხელახალი გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.
საკუთრების უფლების აღიარების გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
დავა ეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის იმ განკარგულების კანონიერებას, რომლითაც კომისიამ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადრინდელი განკარგულება გააბათილა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი პირობების არსებობისა და გამომრიცხავი გარემოებების არარსებობისას. პალატამ საჭიროდ მიიჩნია სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული შენობის კუთვნილებისა და მიწის საძოვრის კატეგორიის შესახებ დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.
ნიშნავს თუ არა შენობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეგისტრაცია, რომ იგი სახელმწიფო საკუთრებაა?
მოსარჩელე მოითხოვდა მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემას მისი ღირებულების 25 პროცენტის გადახდის სანაცვლოდ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კერძო პირთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწაზე მდებარე შენობა მხოლოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეგისტრაციის გამო სახელმწიფო საკუთრებად არ მიიჩნევა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსი მტკიცებულებათა შეფასებით უნდა დადგინდეს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
მიწაზე საკუთრების აღიარებაზე უარის ბათილად ცნობა და საკუთრების აღიარების დავალება
სააქციო საზოგადოება ასაჩივრებდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უარს და მოითხოვდა შენობის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად პირს მიწაზე ან მასზე განთავსებულ შენობაზე შესაბამისი უფლება კანონის ამოქმედებამდე უნდა ჰქონოდა მოპოვებული. სასამართლომ არსებითად მიიჩნია იმის დადგენა, გადაეცა თუ არა შენობა საზოგადოებას პრივატიზაციის პროცესში, და აღნიშნა, რომ პრივატიზაციის გეგმა წარმოდგენილი არ იყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ბათილად ცნობა და საკუთრების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემა
დავა შეეხებოდა აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უარს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების გარდა, საკუთრების უფლების აღიარებას გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტის განთავსება. სასამართლომ ასევე გაიზიარა შეფასება, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ქონების თვითნებურად დაკავება, ფლობა და სარგებლობა არ დადასტურდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.11.იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს„სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი.2. საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;[ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]გ) სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას;დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა;ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;მ) სასაფლაო და პანთეონი;ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის;პ) საძოვარი.3.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.4. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია და სპორადული რეგისტრაცია) ხდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5993 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.26საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №88 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.100საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №614- სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.233საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1941 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.246საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2887 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.117საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3517 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.318საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3889 - სსმ I, №67, 09.12.2010წ., მუხ.417საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6379 - ვებგვერდი, 15.06.2012წ.საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1248 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5157 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5501 – ვებგვერდი, 18.12.2019წ.საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5964 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6953-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3428 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 14
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
მე-2 პუნქტიდან ამოღებულია „გ“ ქვეპუნქტი სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწის შესახებ, ხოლო მე-3 პუნქტში თბილისის „ტერიტორია“ შეიცვალა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2019
მე-2 პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „პ“ ქვეპუნქტი — საძოვარი; მე-4 პუნქტში განახლდა რეგისტრაციის კანონის დასახელება და რეგისტრაციის ფორმად სისტემურთან ერთად სპორადული რეგისტრაციაც დასახელდა.
· გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016
მე-3 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სისტემური რეგისტრაციის წესის შესახებ; ამოღებულია სათაურის ტექსტი „რეგულირების სფერო“.
მე-3 პუნქტში მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონების განმსაზღვრელი აქტის სახელწოდება „ბრძანებულებიდან“ „დადგენილებად“ შეიცვალა.
· გამოქვეყნდა 9 დეკ. 2010
მე-3 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლის მიხედვითაც არსებითი შემადგენელი ნაწილის გასხვისებისას მისთვის მისაკუთვნებელ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
„ლ“ ქვეპუნქტში, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთებს ეხება, პრივატიზებას დაქვემდებარების განმსაზღვრელი კანონის სახელწოდებიდან ამოღებულია პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის აღმნიშვნელი ნაწილი; ახლა მითითებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მე-3 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც თბილისში მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო მიწას აღიარების სფეროში შეიყვანს.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში შეიცვალა მითითებული კანონის სათაური („პრივატიზების“ დაემატა სახელმწიფო ქონებასთან) და ფრაზა „ქონება“ ჩამოყალიბდა როგორც „ქონებაც“.
· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008
მე-3 მუხლში რეგულირების სფერო გავრცელდა სარგებლობაზე და რამდენიმე ორგანოზე, მე-2 პუნქტის გამონაკლისები ეხება მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ მიწას, ხოლო ჩამონათვალი გადაინომრა და განახლდა.
მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი შემოიფარგლა წყლის სახელმწიფო ფონდის მიწით გამონაკლისით, დაემატა „ბ 1“ ქვეპუნქტი სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის შესახებ, „გ“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისები დაცული ტერიტორიისთვის, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში დაცული ტერიტორია შეიცვალა დენდროლოგიური პარკითა და ბოტანიკური ბაღით.
მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში რეკრეაციული დანიშნულების მიწების ჩამონათვალს დაემატა გამონაკლისი პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის.
მითითებამნიშვნელობით ახლოსფიზიკური და კერძო სამა…ფიზიკური და კერძო სამა…მიწის მიზნობრივი დანიშ…სახელმწიფო ქონების შეს…ქონების ლეგალიზების შე…საქართველოს კონსტიტუცი…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა