ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

მუხლი 14. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სამართლებრივი სტატუსი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტისალომე ბეჟაშვილი

1.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი. მას შეიძლება ჰქონდეს საანგარიშგებო და სხვა ანგარიშები ბანკში, აგრეთვე სხვა საჭირო რეკვიზიტები.

2.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს განცალკევებული ქონება; მას შეუძლია თავისი სახელით შეიძინოს ქონებრივი, არაქონებრივი უფლებები და ვალდებულებები; სამართლებრივ ურთიერთობებში ამხანაგობას წარმოადგენს თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.

3.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა პასუხს არ აგებს თავისი წევრების ვალდებულებებზე.

4.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ქონებიდან. ამასთანავე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები პასუხს აგებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში თავიანთი წილის შესაბამისად, პერსონალურად და როგორც სოლიდარული მოვალეები, ხოლო მოწვეული მმართველის პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით.

5.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ უფლებამოსილ სხვა პირს შეუძლია საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის დავალიანება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე, როგორც უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, თუ იგი აღემატება 500 ლარს.

6.ინდივიდუალური საკუთრების გასხვისების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობასთან დაკავშირებულ შეუსრულებელ ვალდებულებებზე პასუხს აგებს ახალი მესაკუთრე პერსონალურად და როგორც სოლიდარული მოვალე.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 10

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა უფლებამოსილება სჭირდება ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით სარჩელის აღსაძრავად?

    ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ითხოვდა კრების სამი ოქმის ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეთა სახელზე ფართები დარეგისტრირდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით სარჩელის აღძვრის სათანადო უფლებამოსილება არ ჰქონდა და აღიარებითი მოთხოვნა ვერ უზრუნველყოფდა მითითებული უფლების აღდგენას. სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, გააუქმა ორივე ქვედა ინსტანციის აქტი და ამხანაგობის სარჩელი განუხილველად დატოვა. ასევე გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

  • №ას-1015-20232024-04-2640
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა გარემოებები უნდა შეაფასოს სააპელაციო სასამართლომ საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებამდე?

    შპს მოითხოვდა მეზობელი მიწის ნაკვეთით აუცილებელი გზის სახით სარგებლობის უფლების დადგენას. დავა საკასაციო ინსტანციაში შეეხებოდა იმას, მართებულად დააბრუნა თუ არა სააპელაციო სასამართლომ საქმე პირველ ინსტანციაში ამხანაგობის მიმართ გადაწყვეტილების შედეგისა და ექსპერტიზის დასკვნების შეფასების საკითხების გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ გარემოებებში სააპელაციო სასამართლოს თავად შეეძლო მტკიცებულებების გამოკვლევა და საქმის გადაწყვეტა. რადგან სააპელაციო სასამართლოს მნიშვნელოვანი ფაქტები არ დაუდგენია და მტკიცებულებები არ შეუფასებია, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა უფლებები შეიძლება გადავიდეს ბინის შემძენზე წინამორბედი მესაკუთრისგან სადავო სარდაფთან დაკავშირებით?

    დავა ეხებოდა სარდაფის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას და მასზე მოსარჩელის უფლებას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ბინის შემძენზე შეიძლება გადავიდეს წინამორბედი მესაკუთრის, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის, უფლება სარდაფზე, თუ საწინააღმდეგო არ დგინდება. სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა გამოკვლეული წინამორბედის მფლობელობის შესახებ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ას-321-20242024-06-2696
    დაუშვებლობა (T5)

    როგორ მოწმდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების ნამდვილობა?

    დავა ეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სამი კრების ოქმის ბათილად ცნობასა და ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ მოსარჩელეს ოქმების ბათილად ცნობის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი ჰქონდა და კრებების მოწვევის კანონით დადგენილი წესების დარღვევა დადასტურდა. სასამართლომ ასევე გაიზიარა ზიანის მოსარჩელის წილის შესაბამისად განსაზღვრა და განმარტა ექსპერტიზის დანიშვნისა და მტკიცებულებათა წარდგენის საპროცესო საზღვრები. ორივე საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა გარემოებას ეფუძნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა?

    ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ წევრს კომუნალური დავალიანების გადახდა მოსთხოვა. დავა შეეხებოდა ამხანაგობის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას, დავალიანების დარიცხვასა და მტკიცებულებათა შეფასებას. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მესაკუთრეს ამხანაგობის კანონიდან გამომდინარე ეკისრება დარიცხული დავალიანების გადახდა და კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. სასამართლომ საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად ცნო და განუხილველად დატოვა; საქმე არსებითად არ განუხილავს.

  • №ას-910-20232024-03-2134
    დაუშვებლობა (T5)

    რა უნდა დაადასტუროს მოსარჩელემ, როდესაც სამეურნეო სათავსზე საკუთრების მოთხოვნას წინამორბედის მფლობელობას უკავშირებს?

    მოსარჩელე მოითხოვდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობასა და დამხმარე ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებას. პირველი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ შეედავა დასკვნას სადავო ფართზე წინამორბედისა და საკუთარი მართლზომიერი მფლობელობის დაუდასტურებლობის შესახებ. საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლით დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი. მას შეიძლება ჰქონდეს საანგარიშგებო და სხვა ანგარიშები ბანკში, აგრეთვე სხვა საჭირო რეკვიზიტები. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს განცალკევებული ქონება; მას შეუძლია თავისი სახელით შეიძინოს ქონებრივი, არაქონებრივი უფლებები და ვალდებულებები; სამართლებრივ ურთიერთობებში ამხანაგობას წარმოადგენს თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი. 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა პასუხს არ აგებს თავისი წევრების ვალდებულებებზე. 4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ქონებიდან. ამასთანავე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები პასუხს აგებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში თავიანთი წილის შესაბამისად, პერსონალურად და როგორც სოლიდარული მოვალეები, ხოლო მოწვეული მმართველის პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ უფლებამოსილ სხვა პირს შეუძლია საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის დავალიანება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე, როგორც უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, თუ იგი აღემატება 500 ლარს. 6. ინდივიდუალური საკუთრების გასხვისების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობასთან დაკავშირებულ შეუსრულებელ ვალდებულებებზე პასუხს აგებს ახალი მესაკუთრე პერსონალურად და როგორც სოლიდარული მოვალე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ნოე. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1073020182639151229155131777 (და…14
მითითებამნიშვნელობით ახლოსბინათმესაკუთრეთა ამხან…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…სანოტარო მოქმედებათა შ…სახელმწიფო საკუთრებაში…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა