სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 13. დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის შექმნა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ჩადენილი დანაშაული სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და მისი გამოვლენა ერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოსათვის საკმაოდ რთულია, ან თუ ერთი და იმავე დანაშაულის გამოვლენის ღონისძიებები ერთზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, რაც ამ ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს, საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, ამ კანონის თანახმად საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის/ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოსთან/ორგანოებთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით შეუძლია შექმნას დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმოქმედებს ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე.

2.დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის მოქმედების პირობები, მისი შემადგენლობა, ხარჯები, მის მუშაობაში მონაწილე პირების უფლებები და მოვალეობები, მათი სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან/და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფთან დაკავშირებული სხვა დეტალები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმებით, საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის/ქვეყნების კანონმდებლობების დაცვით.

3.საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის შექმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი თანხმობით.

4.თუ დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფი შექმნილია და მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ დანიშნული პირი.

5.საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ და მოქმედ დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოგზავნილ პირებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედონ. მათ უნდა დაიცვან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნულმა პირებმა აგრეთვე უნდა იმოქმედონ ან თავი უნდა შეიკავონ მოქმედებისაგან დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.

6.საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ და მოქმედ დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოგზავნილ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ჯგუფის ფარგლებში მოპოვებულ საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, თუ მათ აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება და ამ ინფორმაციის გაცნობა ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად სჭირდებათ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3927344²21812¹11561016143013
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…სამართალდაცვით სფეროში…პროკურატურის შესახებპოლიციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა