Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 14

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 14. ოპერატიული მუშაკის განთავსება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სამუშაო ნებართვებიდამსაქმებლის სპონსორობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.აუცილებლობის შემთხვევაში და მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით შეუძლია ნება დართოს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურას, რომ მან განათავსოს თავისი ოპერატიული მუშაკი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით შეუძლია აგრეთვე თავად განათავსოს თავისი ოპერატიული მუშაკი საზღვარგარეთის ქვეყნის ტერიტორიაზე.

2.ოპერატიული მუშაკის განთავსების პირობები, ხარჯები, ოპერატიული მუშაკის უფლებები და მოვალეობები, მისი სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან/და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ოპერატიული მუშაკის განთავსებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმებით, საქართველოსა და საზღვარგარეთის  შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით.

3.საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიული მუშაკის განთავსების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი თანხმობით.

4.საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიული მუშაკი უნდა განთავსდეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით.

5.საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიულ მუშაკს არ შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს. მან უნდა დაიცვას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6.საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიულ მუშაკს შეუძლია გაეცნოს საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, თუ მას აქვს საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება და ამ ინფორმაციის გაცნობა ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება.

7.საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიული მუშაკის საქმიანობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ ამას დასაბუთებულად მოითხოვს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობა კორპორატიული ტრანსფერის დროს4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შიდა კორპორატიული გადაყვანა (ტრანსფერი)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №6

  • 1 ცვლილება · ბოლო 15 ივლ. 2015
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 16სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვა
  • 17ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება
  • 13დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის შექმნა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 35საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებამოსილებანი

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 12ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები
  • 13ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები
  • 9ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 66დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები
  • 64³უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების პირობები
  • 64²უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 7¹საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 13საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12139357¹1617136664³64²1314
მნიშვნელობით ახლოსსამართალდაცვით სფეროში…საქართველოს სახელმწიფო…ოპერატიულ-სამძებრო საქ…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის სფერ…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026