საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 15. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია და მათი შეცვლა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძესალომე კობერიძეგიორგი საბანაშვილი

1.მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2.უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა.

3.მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების სარეგისტრაციო წარმოების ვადები განისაზღვრება ინსტრუქციით . საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4850 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 21

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-636-594-20172017-12-2068სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის აქვს მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის მიმართ?

    ნ.ბ–ძე მოითხოვდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლებითაც საზოგადოების დირექტორის ცვლილება დარეგისტრირდა და მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არასაკმარისად ჰქონდა გამოკვლეული მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურდა. სასამართლომ მიუთითა აღიარებითი სარჩელის სუბსიდიურობაზე და მოთხოვნის დაზუსტების ან მიკუთვნებითი მოთხოვნის შესაძლებლობის შემოწმების აუცილებლობაზე. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ბს-277(2კ-2022)2024-02-0124ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და გაზრდილ ფართსა და ანტრესოლზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალება

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასა და რეგისტრირებულ საკუთრებაში გაზრდილი ფართისა და ანტრესოლის ასახვის დავალებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კედლის დათხელებით მიღებული დამატებითი ფართის რეგისტრაციას არ ჰქონდა საჭირო ნებართვა და უფლების დამადასტურებელი საფუძველი. პალატამ ასევე დაადგინა, რომ ანტრესოლის მოწყობისას კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვა არ დასტურდებოდა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • №ბს-338(კ-2021)2022-04-1442ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტების ბათილობა და რეგისტრაციის დავალება

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების, სხვა პირის სახელზე რეგისტრაციისა და შემდგომი სარეგისტრაციო წარმოების შესახებ. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის რეგისტრაციის გაუქმება დაუსაბუთებელი იყო, რადგან მისი უფლების საფუძვლად არსებული დოკუმენტები ძალაში რჩებოდა. სასამართლომ სამი გადაწყვეტილება ბათილად ცნო, ხოლო სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააუქმა და სააგენტოს გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

  • №ბს-23(კ-20)2020-12-1739ადმინისტრაციული
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მემკვიდრის საკუთრების უფლების რე

    დავა ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, აგრეთვე მემკვიდრის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე გაცემული საკუთრების მოწმობა და მასზე თანდართული წილების განაწილების ხელშეკრულება შეიძლება იყოს ხელშეკრულებაში მითითებული თანაბარი ან არათანაბარი წილების რეგისტრაციის საფუძველი. პალატამ გაითვალისწინა დამფუძნებელი შეთანხმების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებაც. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომელმაც სადავო აქტები გააბათილა და სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაავალა.

  • №ბს-270-268(კ-17)2017-09-1436ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საკუთრების რეგისტრაციის დავალება და საპრივატიზებო დოკუმენტაციის აღდგენა

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებასა და მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა დამფუძნებელი ხელშეკრულების სათანადოობა არათანაბარი წილების რეგისტრაციისთვის და გამოეყენებინა გარიგების დადების დროისთვის მოქმედი სამართალი. სასამართლომ ასევე მოითხოვა ხანდაზმულობის ვადის დაწყებისა და გარდაცვლილი მესამე პირის უფლებამონაცვლეობის საკითხების განხილვა. არასაკმარისი დასაბუთების გამო სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ბს-233-233(კს-18)2018-05-0130ადმინისტრაციული
    კრებულიგანსჯადობა / პროცესუალური (T3)

    საკუთრების რეგისტრაციის შესახებ დავაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მესამე პირად ჩაბმა

    დავა ეხება საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილობას და ავტოფარეხზე საკუთრების რეგისტრაციას. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კერძო საჩივრით მოითხოვა საქმეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მესამე პირად ჩაბმა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სავალდებულო მოწვევის მიზანია იმ პირთა ინტერესების დაცვა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა შეზღუდვები დაუწესდეთ. ამ საქმის გარემოებებში სასამართლომ ამხანაგობის თანხმობისა და ინფორმირებულობის დამადასტურებელი ოქმის გათვალისწინებით მესამე პირად ჩაბმის საფუძველი ვერ დაინახა. კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა. 3. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების სარეგისტრაციო წარმოების ვადები განისაზღვრება ინსტრუქციით . საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4850 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 ივლ. 2011 – 27 ივლ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³12171182 (მე…78424413015
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის მიზნობრივი დანიშ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…ფიზიკური და კერძო სამა…სასოფლო-სამეურნეო დანი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა