Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 9

ტურიზმის შესახებ

მუხლი 9. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:პროფესიული მომსახურებაზოგადი ბიზნესი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ანიჭებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსს. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

2.ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ამ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) ორგანიზაციის წესდება; გ) ორგანიზაციისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის განვითარების კონცეფციები; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

3.სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 1 თვის ვადაში. სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველია განმცხადებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა. სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზაციას აღრიცხავს უწყებრივ რეესტრში. რეესტრის მონაცემები ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

4.სახელწოდების „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიანიჭა ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსი. თუ პირი არამართლზომიერად იყენებს ამ სახელწოდებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება აქვს, მოსთხოვოს მას ამ სახელწოდების გამოყენების შეწყვეტა.

5.ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სახელწოდების გამოყენებით საქმიანობის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე იწვევს ამ კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

6.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შეიმუშავებს ორგანიზაციის საქმიანობის წესებს/სტანდარტებს, პრინციპებსა და რეკომენდაციებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა. მათი დარღვევა შეიძლება გახდეს ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების/გაუქმების საფუძველი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გიდის სერთიფიცირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტურისტული სააგენტოს ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №5

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 6ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
  • 7ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა
  • 36ტურისტული გიდი

ინოვაციების შესახებ

  • 15⁸ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მოპოვებისა და სტატუსით სარგებლობის პირობები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 32საქველმოქმედო ორგანიზაცია
  • 85მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება
  • 26¹ტურისტული საწარმო

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 15ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 20²განცხადებისა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 28საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 8პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი

მუზეუმების შესახებ

  • 10მუზეუმის რეგისტრაცია და მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში აღრიცხვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101520²328526¹815⁸286517369
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებინოვაციების შესახებსაქართველოს საგადასახა…კულტურული მემკვიდრეობი…,,მეწარმეთა და არასამე…შეზღუდული შესაძლებლობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026