Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 33

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 33. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მიმდინარე შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ნებართვის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.

2.ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

3.ნებართვის გამცემი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შემოწმებით. ნებართვის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაცვასთან.

4.ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია. ნებართვის გამცემი შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია ნებართვის მფლობელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.

5.ნებართვის გამცემის გადაწყვეტილებით შერჩევითი შემოწმების განხორციელებაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა.

6.ნებართვის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ რეესტრში.

7.თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების შერულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

8.ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 26 2 და 26 5 მუხლებითა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

9.ამ კანონის 26 2 და 26 5 მუხლებითა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10.ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გამცემს უფლება აქვს, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ განახორციელოს. საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2262 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6488 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3457 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3796 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №108 · ძალაშია 1 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანებართვო პირობების შესრულების მონიტორინგისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №128

  • 12 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 24მუხლი 26⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 21კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე
  • 29ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
  • 34¹ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის შეჩერება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 10 (დანართი 1)კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 19
  • 14

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 5⁴სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ნებართვის გაუქმების წესი

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 8სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 20ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
  • 30ნებართვის მოქმედების შეჩერება და განახლება

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 52ნებართვის მფლობელის მიერ სამუშაოთა შესრულებაზე ანგარიშების წარდგენა, სახელმწიფო კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 7სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2030522426⁵212934¹5⁴7191410 (დ…833
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…სამხედრო და ორმაგი დან…სამხედრო და ორმაგი დან…ნარჩენების იმპორტის, ე…სააღმზრდელო საქმიანობი…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №128 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026